... (პარიზული ხელნაწერი 10)

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1328. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო჻ შენთა჻ შორსმყოფთა჻ ყოველთა჻ დამწველო჻ ამაზრზენაო჻ სიტყვამჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო჻ ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კვლა჻ ერთგან჻ შენათხზენაო჻

1329. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე჻ მე჻ ეგრეცა჻ ვცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ შენთვის჻ ველიე჻ შენთვის჻ ხელქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბითა჻ მოალხენიე჻ ორნივე჻ მიხვდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდესშენ჻ იე჻

1330. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმადშეფიცებული჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთს჻ შიგან჻ ქებული჻ სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერვისგან჻ დაწუნებული჻ შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული჻

1331. ჩუენ჻ ამისთვის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქვენსა჻ წინა჻ ვცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანცა჻ ქაჯნი჻ შინა჻ მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წვრილად჻ გვინა჻ ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა჻

1332. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგვიწერე჻ გაამჟღავნე჻ მერმე჻ შენსა჻ საყვარელსა჻ ნიშანი჻ რამ჻ გაუგზავნე჻ შენი჻ ყველა჻ აქანამდის჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე჻ ღმერთსა჻ უნდესმოყვარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე჻

1333. წადი჻ უსტარო჻ ისწრაფე჻ თუ჻ მუხლი჻ ჰქონდეს჻ მალები჻ დაგნატრი჻ მიხვალ჻ დაგხვდების჻ ბროლი჻ სათი჻ და჻ ლალები჻ ბედად჻ შენ჻ მჯობხარუსტარო჻ გნახვენ჻ დამწველის჻ თვალები჻ შენს჻ უკან჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ თუ჻ გესმის჻ არ჻ გებრალები჻

1334. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ხელოვანსა჻ ესე჻ წიგნი჻ მიართვიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგვანსა჻ მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანისბანსა჻

1335. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდფიცხელისა჻ რა჻ ქაჯეთს჻ შეჰხდა჻ ქმნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდბანდი჻ ბნელისა჻ უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა჻

1336. ციხისა჻ კარნი჻ დახშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი჻ შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმაგრძელი჻ ტანნაბდიანი჻ იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი჻ შეცვალა჻ ვარდი჻ ზაფრანად჻ ლაჟვარდის჻ ფერად჻ იანი჻

1337. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები჻ მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისა჻ თქვენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები჻ ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუვილად჻ გეუბნები჻ მზისა჻ შუქნი჻ მოიცადენ჻ ვარდო჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭნები჻

1338. შუენებითა჻ არსთა჻ მზე჻ ხარ჻ ქვეყანისა჻ არეული჻ ბროლ჻ ბალახში჻ ძოწ჻ გიშერი჻ პირ჻ გავსილი჻ მთვარეული჻ ალვის჻ ნორჩი჻ ცისკრის჻ ვარდი჻ მუშკსულნელი჻ ამბრეული჻ ნუ჻ დასჭნები჻ წამერთ჻ მოვა჻ ღმრთის჻ წყალოლბა჻ ადრეული჻

1339. პირმზე჻ გაჰკვირდა჻ ფატმანის჻ ამბითა჻ საკვირველითა჻ ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა჻ მან჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ხელითა჻ იკითხავს჻ სულთქვამს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻

1340. მონასა჻ ჰკითხა჻ მიამბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი჻ ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწასა჻ ზედა჻ მტკეპნელი჻ მან჻ მოახსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნებელი჻ რა჻ წამოსრულხარ჻ მას჻ აქეთ჻ შენგან჻ ჩვენია჻ მზე჻ ბნელი჻

1341. ფატმანის჻ გული჻ მას჻ აქათ჻ ლახვართა჻ შენახევია჻ მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდენია჻ ზღვათაცა჻ შენართევია჻ მე჻ ერთხელ჻ შენი჻ ამბავი჻ მისთვის჻ კვლა჻ მიმირთმევია჻ ღმერთსა჻ ვიმოწმებ჻ მას჻ აქათ჻ ტირილი჻ არ჻ დაჰლევია჻

1342. აწ჻ ვაინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შვენიერითა჻ პირითა჻ მან჻ უთხრა჻ წვრილად჻ ყველაი჻ თქვენ჻ ხართ჻ რათაცა჻ ჭირითა჻ იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ ვითა჻ გმირითა჻ მე჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ხშირითა჻

1343. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგვარი჻ უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი჻ მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულმდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმან ხათუნთანა მიწერილი჻

1344. პირმზე჻ ვჰწერს჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო჻ მისგან჻ ტყვექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო჻ მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჟთა჻ სხვაცა჻ დამერთო჻ ზედაო჻ აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო჻

1345. შენ჻ ორთა჻ დამხსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები჻ აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები჻ ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები჻ ავად჻ მომიხდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები჻