ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1435. მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყუა ჩემგან არ ნათნები: «მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭუ, მრავალი დამეჴოცოს მონა მისგან საყუარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები».

1436. ესე უთხარ: «ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო, ხუალე წასულა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავაცრუო, ამოდ ვითხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო».

1437. უამბა ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა გულსა ცეცხლის ალობა. ასრე ჴამს რიდი მეფესა და პატრონისა კრძალობა.

1438. ავთანდილ მივა მუჴლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერჴთა ეხუევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყუის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კულავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1439. რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთუის ჴელი ვით გავსძრა, ვინ ჩემთუის ფერ-ნამკრთალია, ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია!

1440. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგუამდურვებს, ვაი თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძუირებს, ჭურეტისათუის მამასურვებს, შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს.

1441. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან, ჴელი მოკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1442. დია მძულს მეტი მოყურისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყუეტლად კუშტობა, და სულმძიმობა, დიდობა; თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა, თუარამ მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

1443. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა, ოდენ ნახუისა მათისა ნატრა მაქუს სანატრელისა.

1444. ამას ოდენ მოვაჴსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშუენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით”.

1445. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასულასა არ დაშლიდა, არა კადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთულიდა, თანა წაყუა, განაღამცა მათ თანავე გზასა ვლიდა.

სამთაგანვე ქუაბს მისულა და მუნით არაბეთს წასულა

1446. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დიონოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკულადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო ყოფს, არ აზადებს.

1447. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიყავს პირი მზისა, ქალი მჭურეტთა ამაზრზენი, კიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბალახშსა აშუენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1448. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დახუდის ქუეყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღუნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1449. მას გუანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთუარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც მიუმცდარეთა, სად ყოფილიყო ტარიელ, მიხუდეს მის კლდისა არეთა.

1450. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქუენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გუიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ჴორცისა ჴმელობა, მე რომე გიძღუნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1451. მივიდეს, შიგან გარდაჴდეს ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კუეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასულასა მათ საქმეთასა; ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1452. მოიარეს ქუაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათუალნი, ვერცავისგან შეგებულნი; არა თქუეს თუ არ გუაქუსო, იგ ამისთუის გულ ნაკლულნი.

1453. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კულა ფრიდონისნი აავსნა, სპა ყუა თუ სპასალარები, აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები.