1377. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენეულისა჻ რიდისა჻ გარდმიკვეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა჻ ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცვლოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა჻ რისხვით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩვენზედა჻ ცისა჻ შვიდისა჻
1378. ესე჻ წიგნი჻ საყვარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი჻ რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წვერი჻ თავმოხდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ თმათა჻ სიგრძე჻ წვერი჻ ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი჻
1379. ესე჻ სიტყვა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ ად჻ არ჻ ხვასრულად჻ ნესტან჻ დარეჯ჻ ჰქვიან჻ ქალსა჻ ქართულადცა჻ კვლა჻ სპარსულად჻ თავშიშველი჻ ყაყაცოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად჻ ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად჻
1380. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი჻ წამერთ჻ მიჰჰხდა჻ ფატმანისას჻ დღე჻ იარა჻ არმრავალი჻ რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ სასურვალი჻ ხელაპყრობით჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ სრული჻ არა჻ მთრვალი჻
1381. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი჻ დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუხდელი჻ წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსრულა჻ შარშანდელი჻ ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყვანო჻ მათი჻ მომსპობამწყვედელი჻
1382. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების჻ მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთვის჻ ბნელდების჻ ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგვა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისლვა჻ გაგიძნელდების჻
1383. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უხმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი჻ უბრძანა჻ მკვდარნი჻ აქამდის჻ აწყა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი჻ რაცა჻ გვინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი჻ ჩვენთა჻ მტერთანი჻ გიჩვენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი჻
1384. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უამბეთ჻ ამბავი჻ არნაცქაფავი჻ მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი჻ მან჻ გაახაფოს჻ ხმა჻ ხაფი჻ კვლა჻ უფრო჻ გასახაფავი჻ თქვენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყველაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი჻
1385. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქვენგან჻ დანადები჻ მადლსა჻ სხვაებრ჻ გარდავიხდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები჻ აწ჻ წაიღეთ჻ ყველაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები჻ ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები჻
1386. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალმაქვს჻ გაცემა჻ საბოძვარისა჻ მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა჻ უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისვე჻ არისა჻ ფრიდონს჻ მიართვით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმადნაფიცარისა჻
1387. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვესრულო჻ მეფეთმეფეო჻ ლომისა჻ მსგავსო჻ ძალგულად჻ მზეო჻ შუქმოიეფეო჻ მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო჻ უმცროსმან჻ ძმამან჻ შორიშორ჻ სალამი჻ დავიყეფეო჻
1388. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხვდა჻ ნაცვალი჻ ჭირნახულისა჻ კარგა჻ მოხდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა჻ მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედსახულისა჻ დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქვესკნელს჻ დამარხულისა჻
1389. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია჻ მუნ჻ მისლვა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუმცა჻ გზა჻ საომარია჻ ნარგისთათ჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწვიმარია჻ ჯერთ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია჻
1390. გულმხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მმილდების჻ სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების჻ რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქმთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების჻ არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნას჻ ვეჭვ჻ კლდეცა჻ გაგილბილდების჻
1391. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთვის჻ წაგიარე჻ გზაგზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრად჻ ა჻ იგი჻ მთვარე჻ ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩვენი჻ ნახვა჻ გაიხარე჻ ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეხმარე჻
1392. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ გულია჻ ამოდ჻ მმსახურეს჻ თქვენიმცა჻ გული჻ ამათთვის჻ სრულია჻ ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქვენთანა჻ ხან჻ დაზმულია჻ მსგავსი჻ ყველაი჻ მსგავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია჻
1393. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახვია჻ მან჻ მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან჻ შესთვალა჻ ზეპირ჻ რაცა჻ ხმდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა჻ გია჻ მან჻ მათ჻ მარგალიტი჻ უჩვენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან჻
1394. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻ საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო჻ კარგად჻ მომიხდა჻ მოყვსობა჻ მე჻ თქვენი჻ მესვიანაო჻ რაცა჻ მინდოდა჻ ყველაი჻ ვქენ჻ ღმერთმან჻ მაგულვანაო჻ აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო჻
1395. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა჻ გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთვარისა჻ მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულმწუხარისა჻ მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღვარისა჻