1281. იგივე჻ მითხარ჻ მას჻ აქათ჻ ქალი჻ გაგზავნე჻ შენ჻ ოდეს჻ რაცაღა჻ გეცნას჻ ამბავი჻ ანუ჻ რა჻ მისი჻ გსმენოდეს჻ კვლა჻ იტყვის჻ ფატმან჻ ტირილით჻ კვლა჻ თვალთა჻ ცრემლი჻ სდენოდეს჻ წახდესო჻ შუქნი჻ რომელნი჻ მზისაებრ჻ ველთა჻ ჰფენოდეს჻
1282. ვა჻ საწუთროო჻ სიცრუვით჻ თავი჻ სატანას჻ ადარე჻ შენი჻ ვერავინ჻ ვერა჻ ცნას჻ შენი჻ სიმუხთლე჻ სად჻ არე჻ პირი჻ მზისაებრ჻ საჩინო჻ სად჻ უჩინო჻ ჰყავ჻ სად჻ არე჻ მით჻ ვხედავ჻ ბოლოდ჻ სოფელსა჻ ოხრად჻ ჩანს჻ ყოვლი჻ სად჻ არე჻
1283. ფატმან჻ იტყვის჻ მომეშორვა჻ მზე჻ მნათობი჻ სრულად჻ ხმელთა჻ სიცოცხლე჻ და჻ სულდგმულობა჻ მონაგები჻ ჩემთა჻ ხელთა჻ მას჻ უკანით჻ გაუწყვედლად჻ დება჻ მჭირდის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ვერ჻ გავახმე჻ წყარო჻ ცრემლთა჻ თვალთა჻ ჩემთა჻ გადამღვრელთა჻
1284. სახლი჻ და჻ შვილი჻ მომძულდა჻ ვჯდი჻ უგულოთა჻ გულითა჻ მას჻ ვიგონებდი჻ მღვიძარე჻ რა჻ მიმეძინის჻ ლულითა჻ უსენ჻ გამტეხი჻ ფიცისა჻ მიჩს჻ უსჯულოთა჻ სჯულითა჻ ვერ჻ მიმიახლოს჻ საახლოდ჻ კრულმან჻ პირითა჻ კრულითა჻
1285. დღესა჻ ერთსა჻ საღამოჟამ჻ ჩასლვა჻ იყო჻ ოდენ჻ მზისა჻ წავდეგ჻ წინა჻ დარაჯაგთა჻ კარი჻ მიჩნდა჻ ხანაგისა჻ ვიგონებდი჻ სევდა჻ მკლვიდა჻ მისისავე჻ გონებისა჻ ვჰთქვი჻ კრულია჻ ზენაარი჻ ყოვლისავე჻ მამაცისა჻
1286. მოვიდა჻ სითმე჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყვსითა჻ სამითა჻ მონა჻ მონურად჻ მოსილი჻ სხვანი჻ მგზავრულად჻ ხამითა჻ სასმელსაჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა჻ სმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა჻
1287. მე჻ უყურებდი჻ უჭვრეტდი჻ თქვეს჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ მაგრა჻ ჩვენ჻ აქა჻ მოყვასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით჻ არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით჻ ხამს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩვენიცა჻ ვუთხრათ჻ ბარ჻ ენით჻
1288. მათ჻ სხვათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქვეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია჻ მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია჻ მე჻ მარგალიტსა჻ მოგიმკი჻ თქვენ჻ ქვრიმი჻ დაგითესია჻ ჩემი჻ ამბავი჻ ამბავთა჻ თქვენთაგან჻ უკეთესია჻
1289. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა჻ მათ჻ მიხვდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა჻ მოგვიკვდა჻ შემწე჻ ქვრივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა჻ აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა჻
1290. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრა჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია჻ ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ყმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია჻ მას჻ უსხენ჻ წვრილნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია჻ აწ჻ იგი჻ ქაჯეთს჻ ხელმწიფედ჻ ქვე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია჻
1291. გვესმა჻ ამბავი჻ ზღვათ჻ იქით჻ სიკვდილი჻ დისა჻ მათისა჻ შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნა჻ ხალვათისა჻ ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ხმელთა჻ მნათისა჻ როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრათასისა჻
1292. როშაქ჻ ბრძანა჻ მოცავინმკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავჰხვდები჻ მინდორს჻ წავალ჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები჻ შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები჻ მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები჻
1293. გვითხრა჻ მისთა჻ ხელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით჻ წაგვიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყველაკაი჻ მისგან჻ რჩევით჻ დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყვნით჻ თევით჻ დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩვენკე჻ გარდმოვდევით჻
1294. მინდორმინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩვენ჻ ღამესა჻ დია჻ ბნელსა჻ დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგვიჩნდეს჻ შუა჻ ველსა჻ ვთქვით჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილი჻ ზედა჻ ხმელსა჻ დაბნეულნი჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩვენსა჻ მსჯელსა჻
1295. ზოგთა჻ ვთქვით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ თქვეს჻ არის჻ მთვარეო჻ მას჻ დარაზმულთა჻ მივჰმართეთ჻ ახლოსაც჻ ვნახეთ჻ ბარეო჻ შორს჻ მოვუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო჻ მით჻ ნათლიდაღმა჻ გამოჰხდა჻ ხმა჻ ჩვენი჻ მოუბარეო჻
1296. გვითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქვენ჻ სახელნი჻ თქვენი჻ თქვენით჻ გულანშაროთ჻ მოციქული჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით჻ ესე჻ გვესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით჻ პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თვალით჻ ჩვენით჻
1297. ვრიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა჻ მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა჻ ძვირძვირად჻ გვეუბნებოდა჻ სიტყვასა჻ რასმე჻ წყნარებსა჻ კბილთაგან჻ შუქი჻ შეადგა჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა჻
1298. კვლავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილმოუბრითა჻ ენითა჻ არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩვენ჻ ესე჻ შევიგენითა჻ როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გვერდსა჻ წაუდგა჻ ცხენითა჻ აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ხელითა჻ ჩვენითა჻
1299. კვლავ჻ ვჰკითხეთ჻ გვითხარ჻ მართალი჻ საქმე჻ შენ჻ მზებრ჻ ნათელისა჻ ვისი჻ ხარ჻ ვინ჻ ხარ჻ სით჻ მოხვალ჻ მანათობელი჻ ბნელისა჻ მან჻ არა჻ გვითხრა჻ გაუშვა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ ცხელისა჻ რა჻ საბრალოა჻ გავსილი჻ მთვარე჻ ჩანთქმული჻ გველისა჻