... (H-2610), XVIII ს.

1454. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყვანის჻ სცა჻ იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხვივნეს჻ აკოცისცა჻ ფრიდონ჻ ღმერთსა჻ ხელაპყრობით჻ უსაზომო჻ მადლი჻ მისცა჻ დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა჻

1455. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე჻ მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქვენი჻ რამცა჻ დავიზარე჻ ჰგვანდა჻ თუცა჻ შეყრილ჻ იყვნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთვარე჻ ერთმანერთი჻ დააშვენეს჻ გაემართნეს჻ იქცეს჻ გარე჻

1456. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდახდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა჻ ახლოს჻ დაისვამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმადშეფიცებულსა჻ ტარიელ჻ დაჯდა჻ საჯდომსა჻ ოქსინოგარდაგებულსა჻ მათ჻ უძღვნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა჻

1457. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გვაქვს჻ სხვა჻ შენთვის჻ არმაღანია჻ მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქვე჻ სადმე჻ გვისხენ჻ სხვანია჻ მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია჻ ჩემთვის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქვენი჻ შესაგვანია჻

1458. გამოისვენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა჻ აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღვნობითა჻ დამოსნა჻ ტურფატურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა჻ თვალმარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღვნა჻ ოქროსა჻ გობითა჻

1459. უთხრა჻ თქვა჻ ესე჻ სიტყვაა჻ ავისა჻ მასპინძელისა჻ ჰგავს჻ მომწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქვენ჻ ბრძნისა჻ ვითა჻ ხელისა჻ მაგრა჻ აწ჻ ყოვნა჻ არ჻ ვარგა჻ წავლა჻ სჯობს჻ გზისა჻ გრძელისა჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგვესწრებიან჻ საეჭვი჻ არს჻ სიძნელისა჻

1460. დიდთა჻ რას჻ ვაქმნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გვინდა჻ და჻ ცოტანი჻ სამასი჻ კაცი჻ გვეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეოტანი჻ ჩვენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთ჻ ხრმალთა჻ კოტანი჻ მას჻ ადრე჻ ვპოებთ჻ ვისიცა჻ მოგვკლავს჻ ალვისა჻ მო჻ ტანი჻

1461. ქაჯეთს჻ ერთხელ჻ კვლაც჻ ყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქვენცა჻ გემაგრების჻ ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერა჻ მოადგების჻ თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შევუვალთ჻ ცხადად჻ შებმა჻ არ჻ ეგების჻ მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გვინდა჻ რაზმი჻ მალვით჻ ვერ჻ მოგვყვების჻

1462. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა჻ მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქვარსა჻ თვით჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა჻ ბოლოდ჻ ღმერთი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა჻

1463. ზღვა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა჻ ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა჻ ფრიდონ჻ თქვა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩვენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა჻ აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გვინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა჻

1464. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირსა჻ სამნივე჻ ერთგან჻ ზმიდიან჻ რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლად჻ ვლიდიან჻ მივიდეს჻ აჩნდა჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთვალვიდიან჻ გარე჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ხმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან჻

1465. ყოვლგნით჻ მრგვალი჻ შეუვალი჻ არსით჻ იყო჻ ყოლა჻ პირი჻ სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცვიდა჻ მოყმე჻ გმირი჻ შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი჻ გვირაბითა჻ შესავალი჻ ახვრეტილი჻ ვითა჻ სტვირი჻

1466. გვირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია჻ მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთვარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია჻ თქვესვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქვათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია჻ ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა჻

1467. ფრიდონ჻ თქვა჻ ვიტყვი჻ სიტყვასა჻ ვეჭვ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია჻ ჩვენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია჻ პირსპირ჻ ომი჻ არ჻ ძალგვაქვს჻ არჟამი჻ საკვეხარია჻ ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგვიხშან჻ კარია჻

1468. ჩემსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან჻ მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწვრთიდიან჻ ასრე჻ გავიდა჻ საბელსა჻ რომ჻ თვალნი჻ ვერ჻ მომკიდიან჻ ვინცა჻ მჭვრეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან჻

1469. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა჻ მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვაგდოთ჻ წვერი჻ საბლისა჻ გრძელისა჻ მას჻ ზედა჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა჻ თქვენ჻ ჭირად჻ გიყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მრთელისა჻

1470. საბლითა჻ გავლა჻ არად჻ მიჩს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა჻ შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მსგავსად჻ ქარისა჻ ლაშქართა჻ დავჰხოც჻ გავახვამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა჻ თქვენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა ციხის შეპარვით აღებისა და სამგნითვე ციხის კარს შეჴდომა჻

1471. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყვასნი჻ ვერ჻ გიჩივიან჻ ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქვს჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან჻ სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირთა჻ მტერთა჻ ივაგლახივიან჻ მაგრა჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლოახლო჻ ყივიან჻