1358. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა჻ მას჻ მკვდარსა჻ ვნახავ჻ მოვკვდები჻ მე჻ სიკვდილითა჻ ორითა჻ ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა჻ არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქვისა჻ ყორითა჻
1359. გეთქვა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია჻ მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკვეთი჻ გამიგზავნია჻ ესენი჻ ჩემთვის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია჻ თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია჻
1360. აწ჻ საყვარელსა჻ მიუწერს჻ გულამოსკვნილი჻ მტირალი჻ მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი჻ დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი჻ ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭვირვალი჻
1361. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები჻ ტანი჻ კალმად჻ მაქვს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები჻ მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები჻ გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეხსნები჻ აწ჻ ები჻
1362. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია჻ რაზომცა჻ ჰნათობს჻ სინათლე჻ ჩემთვის჻ ეგრეცა჻ ბნელია჻ ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია჻ უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვამე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია჻
1363. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგვყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან჻ ვეღარ჻ გნახე჻ საყვარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან჻ ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახვრულმან჻ გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან჻
1364. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე჻ ჩემი჻ მეთქვა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე჻ აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ვჰმონე჻ ჩემი჻ ყველა჻ აქანამდის჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე჻
1365. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად჻ გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად჻ მომიგონებდე჻ გახსოვდე჻ მე჻ შენთვის჻ დაკარგული჻ სად჻ ვზი჻ მზრდელი჻ სიყვარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად჻
1366. სხვად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების჻ ენა჻ დაშვრების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების჻ ფატმან჻ წამგვარა჻ გრძნეულთა჻ ღმერთიმცა჻ მას჻ ეტერების჻ აწ჻ კვლა჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების჻
1367. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომისართა჻ არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალგვართა჻ კვლაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა჻ ბედმან჻ გვიყო჻ ყველაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგვემართა჻
1368. ციხეს჻ ვზი჻ ეზომ჻ მაღალსა჻ თვალნი჻ ძლივ჻ გარდასწვდებიან჻ გზა჻ გვირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან჻ მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰხოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან჻
1369. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხვათა჻ მებრძოლთა჻ წესითა჻ ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა჻ შენ჻ მკვდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კვესითა჻ მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა჻
1370. შენ჻ საყვარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა჻ ჩემი჻ სთქვა჻ სხვათა჻ მიჰხვდაო჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა჻ არამ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა჻ ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა჻
1371. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ არვის჻ მიხვდეს჻ მთვარე჻ შენი჻ შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიჰხვდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი჻ აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მომხვდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი჻
1372. ღმერთსა჻ შემვედრე჻ ნუთუ჻ კვლა჻ დამხსნა჻ სოფლისა჻ შრომასა჻ ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ ჰაერთა჻ თანა჻ ძრომასა჻ მომცნეს჻ ფრთენი჻ და჻ აღვფრინდე჻ მივჰხვდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედვიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა჻
1373. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რათგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი჻ განაღამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი჻ მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი჻ თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკვდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი჻
1374. მე჻ სიკვდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა჻ მაგრა჻ შენი჻ სიყვარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა჻ მომეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა჻ ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყვარულსა჻
1375. წადი჻ ინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა჻ მტერთაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ხელაუპყრობელსა჻ გულსა჻ ალხინე჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა჻ მომიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთვის჻ ცრემლშეუშრობელსა჻
1376. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმა჻ საჩივარად჻ ცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად჻ შენთვის჻ მოვკვდები჻ გავხდები჻ ყორანთა჻ დასახივარად჻ ვირე჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად჻