1472. რა჻ გახვიოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება჻ გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკვეთენ჻ ამისი჻ ხამს჻ დაჯერება჻ წაგიხდეს჻ ცუდად჻ ყველაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება჻ ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხვაებრ჻ ვქნათ჻ თავის჻ ტერება჻
1473. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქვენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა჻ ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა჻ სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა჻ ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭვსა჻ ხრმალსა჻
1474. სამთავე჻ შესვლა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გვიგრძნან჻ არს჻ სათუები჻ მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები჻ მალვით჻ ჩავიცვამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები჻ ღმერთმან჻ ქნას჻ უხვად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები჻
1475. შიგნითა჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად჻ თქვენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად჻ კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახვამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად჻ თუ჻ რა჻ სხვა჻ გვიჯბს჻ თქვენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად჻
1476. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქვენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა჻ თქვენსა჻ ძალგულსა჻ თქვენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა჻ ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ხრმალთა჻ ღირობა჻ კაციმცა჻ მაშინ჻ თქვენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა჻
1477. მაგრა჻ იყვენით჻ ჩემთვისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა჻ ხმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა჻ თქვენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა჻ ესე჻ მე჻ დამსვრის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყვითა჻ თქვენ჻ სათნევითა჻
1478. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები჻ გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები჻ სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები჻ მოგვეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩვენ჻ ხრმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები჻
1479. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღმრთისა჻ საფარველია჻ კარნი჻ დალეწნეს჻ დახოცნეს჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია჻ სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია჻ ძლევა჻ მან჻ მოგვცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია჻
1480. ფიცხლად჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგვასწრებენ჻ კარებსა჻ სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხვა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა჻ მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღვარებსა჻ ხელი჻ კვლა჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩვენგან჻ მძლედ჻ ნახმარებსა჻
1481. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგია჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა჻ მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ მოასწრობენ჻ კარსა჻ ვერა჻ ოდეს჻ გიძღვენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გვინდა჻ ქაჯთა჻ მზერა჻ თვარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღვნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა჻
1482. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ ამაზედან჻ გაიცინნეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყვაბრძენთა჻ ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშვენთა჻ გარდახდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა჻
1483. კვლავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკვახები჻ დაასკვნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები჻ გაიყვეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ სახები჻ ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები჻
1484. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა჻ მათ჻ სამთა჻ შვიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა჻ ტარიელ჻ შავსა჻ ზედან჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა჻ დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭვრეტელნი჻ ჭვრეტითა჻
1485. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია჻ რა჻ ზედა჻ წვიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღვარია჻ მოვა჻ და჻ ხევთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ მაგრა჻ რა჻ ზღვათა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია჻
1486. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია჻ მაგრა჻ ტარიას჻ შებმანი჻ არვისგან჻ მოსანდომნია჻ მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ხომნია჻ აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია჻
1487. სამთავე჻ სამად჻ გაიყვეს჻ თვითომან჻ თვითო჻ კარები჻ თანა჻ ჰყვა჻ კაცი჻ სამასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ დარები჻ მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრუო჻ ანაჩქარები჻ გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდა჻ ფარები჻
1488. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად჻ მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახვდეს჻ გულხმიერად჻ გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად჻ მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურეს჻ ჟამიერად჻
1489. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრახმან჻ შექნა჻ წრიალი჻ რა჻ ნახეს჻ კარნი჻ გაახვნეს჻ ქალაქით჻ გაჰხდა჻ ზრიალი჻ სამთავე჻ სამგნით჻ მიჰმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყვეს჻ რიალი჻ იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი჻
1490. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხვა჻ ღმრთისა჻ კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა჻ მათვე჻ რისხვით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგვლე჻ ცისა჻ ველნი჻ მკვდართა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკვდრისა჻