... (H-2610), XVIII ს.

1320. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღმერთსა჻ ადიდებდა჻ ფატმან჻ ეჭვდა჻ თავისათვის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კვლა჻ იდებდა჻ ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყვარულსა჻ იფერებდა჻ ფატმან჻ ყელსა჻ ეხვეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა჻

1321. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ სწვიმს჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავი჻ სად჻ იტყვის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნოიგი჻ ვინ჻ ვარდი჻ ა჻ ვისად჻ უმისოდ჻ ნეხვთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მსგავსად჻ ყვავისად჻

1322. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქვათაცა჻ დასალბონია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია჻ ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია჻ თუ჻ ყვავი჻ ვარდსა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია჻

1323. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქნაკიდები჻ დიაცმან჻ უძღვნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები჻ მრავალი჻ ფერი჻ სურნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები჻ რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები჻

1324. ავთანდილ჻ თქვა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა჻ სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა჻ მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა჻ მოიმატა჻ დაშვენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა჻

1325. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწვეველად჻ ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირბნელად჻ ფატმან჻ ნახა჻ გაუკვირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად჻ შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთვის჻ ხელთა჻ სასურველად჻

1326. ფატმან჻ მისსა჻ შვენებასა჻ მეტისმეტად჻ ჰკვირდებოდა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა჻ შეეტყვების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგგვანდა჻ რა჻ გვარ჻ ხმობდა჻ თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა჻

1327. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა჻ ღვინოსმული჻ მხიარული჻ დაწვა჻ ამოდ჻ დაიძინა჻ საღამოჟამს჻ გაიღვიძა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა჻ ფატმან჻ უხმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა჻

1328. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ხმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა჻ იტყოდა჻ მომკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მო჻ ხისა჻ გვერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა჻

1329. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია჻ დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გველნაკბენია჻ მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია჻ ჩემნი჻ მომკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია჻

1330. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა჻ მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა჻ თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგვანისა჻ მაქვს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლეზარადხანისა჻

1331. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი჻ მათ჻ უვის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ხმელთა჻ მანათობელი჻ იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი჻ მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი჻

1332. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად჻ მივლია჻ ყოვლი჻ ქვეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისად჻ მისთვის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერნამკრთალი჻ სად჻ გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად჻

1333. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა჻ ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერ჻ შენგან჻ უნახავისა჻ ღონე჻ წამწმისა჻ ხშირისა჻ ყორნის჻ ფრთებნაფუშავისა჻

1334. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა჻ ვუშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა჻ ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყველაი჻ ჩვენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა჻ ნუთუ჻ კვლა჻ მიხვდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა჻

1335. მომგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული჻ ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყველაი჻ ამბავი჻ ჩვენგან჻ ცნეული჻ მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული჻ ღმერთმან჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩვენგან჻ ძლეული჻

1336. ფატმან჻ თქვა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხვდეს჻ მო჻ რანი჻ დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავნი჻ უკვდავებისა჻ სწორანი჻ მოგვარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი჻ უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი჻

1337. აწ჻ გამოჩნდების჻ სახმრობა჻ ჩემთვის჻ შენისა჻ გრძნებისა჻ ფიცხლად჻ დამივსე჻ სახმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა჻ მან჻ უთხრა჻ ხვალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთან მიწერილი჻

1338. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო჻ შენთა჻ შორსმყოფთა჻ ყოველთა჻ დამწველო჻ ამაზრზენაო჻ სიტყვამჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო჻ ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კვლა჻ ერთგან჻ შენათხზენაო჻