... (H-2610), XVIII ს.

1491. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ხმა჻ ტარიელის჻ ხაფისა჻ აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშანქაფისა჻ სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირნი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა჻ რა჻ ქალაქს჻ შეჰხდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა჻

1492. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მტერნი჻ სრულად჻ აეწყვიდნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღვარნეს჻ უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს჻ თქვეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭვრეტად჻ თვალნი჻ არნეს჻

1493. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიერისა჻ ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა჻ მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ხრმალთა჻ წვერისა჻ ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მსგავსი჻ მტვერისა჻

1494. ციხისა჻ მცველნი჻ ყველაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული჻ თავით჻ ფერხამდი჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული჻ ციხისა჻ კარნი჻ განხმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული჻ ცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქვეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული჻

1495. გზანი჻ დახვდეს჻ შეკაფულნი჻ შევიდეს჻ და჻ გაძვრეს჻ ხვრელსა჻ ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთვარე჻ გველსა჻ მუზარადი჻ მოეხადა჻ ჰშვენის჻ აკვრა჻ თმისა჻ ლელსა჻ მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა჻

1496. ეხვეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღვარნეს჻ ამას჻ ჰგვანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარნეს჻ მზე჻ რა჻ ვარდსა჻ შემოადგეს჻ დაშვენდენ჻ და჻ შუქნი჻ არნენ჻ აქანამდის჻ ჭირნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს჻

1497. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელგარდაჭდობილნი჻ კვლა჻ შეეწებნეს჻ ხშირხშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთათ჻ პობილნი჻ აწ჻ ესენიცა჻ გავიდეს჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი჻ მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წარდგეს჻ მართ჻ ვითა჻ ხმობილნი჻

1498. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა჻ აკოცა჻ მისთა჻ მეშველთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა჻ მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყვითა჻ მით჻ ნარნარითა჻ ორივე჻ ერთგან჻ უბნობდეს჻ ამოთა჻ საუბარითა჻

1499. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს჻ მიულოცეს჻ გამარჯვება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს჻ არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს჻ თავნი჻ მათნი჻ გაალომნეს჻ მათნი჻ მბრძოლნი჻ იშვლეს჻ ითხეს჻

1500. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შეჰყოლოდა჻ ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა჻ მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ მბრძოლი჻ დარჩომოდა჻ რომე჻ პოვნეს჻ საჭურჭლენი჻ აწმცა჻ თვალვა჻ ვით჻ ითქმოდა჻

1501. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ პოვეს჻ მალები჻ სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თვალები჻ თვალი჻ ყველაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები჻ იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები჻

1502. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია჻ წამოიყვანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგვრა჻ ძნელია჻ ზღვათა჻ ქალაქსა჻ დაჰმართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია჻ თქვეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გვაც჻ მისი჻ გარდუხდელია჻

მისულა ზღვათა მეფისასა და ტარიელის ქორწილი჻

1503. ზღვათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი჻ შესთვალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრვით჻ მსპობელი჻ ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახვართა჻ მსობელი჻ მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი჻

1504. აწ჻ მე჻ მაქვს჻ ქაჯთა჻ ქვეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია჻ მეფეო჻ კარგი჻ ყველაი჻ მე჻ თქვენგან჻ წამკიდებია჻ ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია჻ მისად჻ მუქაფად჻ რა჻ გიძღვნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია჻

1505. მოდი჻ გვნახენ჻ გავიარდეთ჻ ქვეყანასა჻ შენსა჻ ვირე჻ სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღვნი჻ ჩემგან჻ შეიწირე჻ კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე჻ მე჻ ვისწრაფი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე჻

1506. თქვენ჻ უბრძანეთ჻ ჩემმაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა჻ გამოგზავნოს჻ ეამების჻ ნახვა჻ მისი჻ ხსნილსა჻ მისსა჻ მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭვრეტასამცა჻ სხვადღა჻ ვისსა჻ ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა჻

1507. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღვათა჻ მფლობელსა჻ წესია჻ გული჻ გაჰკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა჻ მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღმერთსა჻ მართლისა჻ მბრჭობელსა჻ მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისლვა჻ სხვასაღა჻ მხმობელსა჻

1508. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქმნა჻ ქორწილისა჻ მათისა჻ მას჻ მოაქვს჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არს჻ სიდიადე჻ სათისა჻ ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ხმელთა჻ მნათისა჻

1509. შორს჻ გაეგებნეს჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღვათასა჻ გარდახდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარესწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა჻ შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა჻ ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლბაკმათასა჻