... (H-2610), XVIII ს.

1415. პირსა჻ იხოკს჻ ღაწვთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭვრეტსა჻ რაცა჻ ვქმენო჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა჻ წყალი჻ სწრაფით჻ რად჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა჻ ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტისმეტსა჻

1416. მე჻ მოვკალ჻ ჩემი჻ მოყვარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა჻ თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დასმით჻ გაგონებულსა჻ ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა჻ თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა჻

1417. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მსგავსად჻ ნატუსალისად჻ ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად჻ მან჻ პოვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქვს჻ სავსებლად჻ ალისად჻ მკერდსა჻ დაასხა჻ გავეხდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად჻

1418. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა჻ ტარიელ჻ შეჰკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ინდოთა჻ ტომისა჻ თვალნი჻ აახვნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა჻ ლურჯათ჻ ჩანს჻ შუქი჻ მთვარისა჻ მზისგან჻ შუქნაკრთომისა჻

1419. ზამთარი჻ ვარდთა჻ გაახმობს჻ ფურცელნი჻ ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწვავს჻ გვალვასა჻ სჩივიან჻ მაგრა჻ მას჻ ზედა჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ხმასა჻ ჰყივიან჻ სიცხე჻ სწვავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან჻

1420. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგვარებლად჻ ძნელია჻ ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია჻ მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია჻ იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მტერია჻

1421. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კვლაცა჻ მკვლელისა჻ მისისა჻ იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხვა჻ წიგნისა჻ მისისა჻ დაუყვის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა჻ ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყვისა჻ მქისისა჻

1422. მიკვირს჻ თუ჻ რად჻ ნამუსად჻ გიჩს჻ ცრემლნი჻ მიდგიან჻ მორევად჻ მზე჻ პატიმრად჻ გყავს჻ სოფელილ჻ იჭირვის჻ ჩვენდა჻ მორევად჻ ფრიდონ჻ მოვიხმოთ჻ ლომ჻ გულო჻ ძმად჻ ფიცი჻ ჩვენდა჻ სწორევად჻ მან჻ მოგაშველოს჻ ლაშქარი჻ მათ჻ გრძნეულთათვის჻ მორევად჻

1423. იტყვის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად჻ აწ჻ რადღა჻ გვმართებს჻ ტირილი჻ ხამს჻ დავსხდეთ჻ ქმნად჻ ღიმილისა჻ ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წარხდომილისა჻ ადრე჻ მიგიყვან჻ მიყვანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა჻

1424. ვითა჻ გვმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ჻ მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ჻ ხრმალნი჻ ჩვენნი჻ ვიწინამძღვრნეთ჻ მათნი჻ ზურგით჻ დავიყარნეთ჻ უჭირველნი჻ შემოვიქცეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ჻

1425. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა჻ შეხედნის჻ თვალნი჻ ამართნის჻ შავთეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა჻ ვინ჻ ღირს჻ ა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა჻

1426. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა჻ მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქვა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა჻ ვითა჻ ზემთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყვავილი჻ ბარისა჻ დამწყვიდე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთა჻ ნაგუბარისა჻

1427. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალი჻ ღმერთი჻ გარდგიხდის჻ ციერი჻ ზეგარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემმაგიერი჻ შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი჻ აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ ადრითგან჻ მშიერი჻

1428. ქვაბისა჻ კარსა჻ ასმათი჻ მარტო჻ ზის჻ არბარგოსანი჻ შეხედნა჻ იცნა჻ ტარიელ჻ თანა჻ ყმა჻ ჭარმაგოსანი჻ ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი჻ მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ მოშლილი჻ პერანგოსანი჻

1429. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ ქვაბს჻ მისლვა჻ მოტირალისა჻ აწ჻ გაუკვირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მომღერალისა჻ ზარაღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთრვალისა჻ არ჻ იცის჻ სმენა჻ ამბისა჻ ჯერ჻ მისგან჻ სასურვალისა჻

1430. მათ჻ რა჻ ნახეს჻ შემოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით჻ ჰე჻ ასმათო჻ მოგვივიდა჻ მოწყალება჻ ღმრთისა჻ ზენით჻ ვჰპოვეთ჻ მთვარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით჻ აწ჻ გავხედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით჻

1431. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდახდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად჻ მან჻ მიჰყო჻ ხელი჻ ალვასა჻ შტო჻ მოჰყვა჻ მოსარხეველად჻ ყელსა჻ და჻ პირსა჻ აკოცებს჻ არის჻ ცრემლისა჻ მფრქვეველად჻ რა჻ სცანო჻ რა჻ ქმენ჻ მიამბე჻ ვტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად჻

1432. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა჻ ალვისა჻ შტოდამჭნარისა჻ მთვარისა჻ ფერმიხდილისა჻ უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟგარდახდილისა჻ მზე჻ მოგვეახლა჻ მოგვეცა჻ ჩვენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა჻

1433. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა჻ გაკვირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა჻ ტერფით჻ თხემამდის჻ გაუხდა჻ მას჻ მეტი჻ საკვირველობა჻ იტყვის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არსმცა჻ ამისი჻ მრთელობა჻

1434. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია჻ ლხინი჻ მოგვეცა჻ მოგვშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია჻ მზე჻ მოგვეახლა჻ უკუნი჻ ჩვენთვის჻ აღარა჻ ბნელია჻ ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია჻