... (H-2610), XVIII ს.

1435. ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა჻ ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა჻ ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა჻

1436. ღმერთსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქვეს჻ გვიყოო჻ რაცა჻ სჯობდა჻ აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქვენი჻ არ჻ გაჰბრჭობდა჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ხელგანპყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ხმობდა჻ ქვაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა჻

1437. ტარიელ჻ ეტყვის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყვა჻ ასები჻ გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები჻ მე჻ ოდეს჻ ქვაბნი჻ წაუხვენ჻ დავხოცე჻ დევთა჻ დასები჻ მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძვირნაფასები჻

1438. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია჻ მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია჻ ეამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქვე჻ ასმათ჻ მჯდომია჻ დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია჻

1439. პოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კვლა჻ უნახავი჻ თვალისა჻ მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თვალისა჻ ხელწმიდად჻ განათალისა჻ ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა჻ ვინმცა჻ ქმნა჻ რიცხვი჻ ოქროსა჻ ვერვისგან჻ დანათვალისა჻

1440. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი჻ პოეს჻ ერთი჻ ზარადხანა჻ აბჯრისათვის჻ სახლად჻ ქმნილი჻ მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლიფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი჻ შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არგახსნილი჻

1441. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკვირველიო჻ ჯაჭვმუზარადი჻ ალმასი჻ ხმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო჻ თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო჻ უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკვლელიო჻

1442. კიდობანი჻ გახსნეს჻ პოეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი჻ რასაცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი჻ ჯაჭვი჻ ხრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გვანი჻ ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყვნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი჻

1443. თვითომან჻ თვითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან჻ ჯაჭვმუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან჻ ხმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან჻ მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქვეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან჻

1444. თქვეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გვეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა჻ ღმერთმან჻ მოგვხედნა჻ თვალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა჻ აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა჻ თვითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღვედითა჻

1445. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები჻ გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები჻ ავთანდილ჻ თქვა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ხრმალსა჻ ნები჻ ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები჻

1446. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესად჻ ძმობილნი჻ იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხვისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი჻ ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი჻ რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯოთ჻ ომი჻ ლახვართა჻ სობილნი჻

აქა წასულა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბიდამ ფრიდონისასა჻

1447. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა჻ ნურადინის჻ ქვეყანამდის჻ შეისვიან჻ მათ჻ უკანა჻ მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღვანა჻ ავთანდილ჻ კმა჻ ყოლაოზად჻ სხვამცა჻ ვინღა჻ წაიტანა჻

1448. იარეს჻ და჻ ზედან჻ შეჰხდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა჻ ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთვის჻ იაგეთა჻ მუნ჻ ავთანდილს჻ ჰინდო჻ ეტყვის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა჻ მოდი჻ ფრიდონს჻ გავლაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა჻

1449. ჯოგიწაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად჻ გამოემართვის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად჻ ანაზდად჻ გვიცნობს჻ გაკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად჻ ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად჻

1450. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა჻ მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კვესებსა჻ უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა჻ ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ხრმალსა჻ არ჻ აკვნესებსა჻

1451. მათ჻ მშვილდები჻ დაიწვადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს჻ მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ხმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს჻ გვიშველეთო჻ გვიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყვიდნეს჻ ხმა჻ შეიქმნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს჻

1452. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა჻ ხმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა჻ იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა჻ დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა჻

1453. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქვა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა჻ მუზარადი჻ მოიხადა჻ გაიღიმა჻ გაიცინა჻ ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩვენი჻ მოსლვა჻ რას჻ გეწყინა჻ პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგვეგებვი჻ ომად჻ წინა჻