... (H-2610), XVIII ს.

1261. ხადუმნი჻ უხმნა჻ უბრძანა჻ ისმინეთ჻ მოდით჻ ცნობასა჻ მოღორებულხართ჻ დამცდარხართ჻ თქვენ჻ ჩემსა჻ პატრონობასა჻ დამცდარა჻ თქვენი჻ ხელმწიფე჻ ჩემსა჻ თუ჻ ჰლამის჻ ჰსძლობასა჻ ჩემთვის჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ ცუდად჻ გლახ჻ იცემს჻ ნობასა჻

1262. არ჻ ვარგ჻ ვარ჻ თქვენად჻ დედოფლად჻ ჩემი჻ გზა჻ კიდეგანია჻ მაშოროს჻ ღმერთმან჻ მამაცი჻ პირად჻ მზე჻ სარო჻ ტანია჻ სხვასა჻ რას჻ მნუკევთ჻ საქმესა჻ ჩემნი჻ საქმენი჻ სხვანია჻ თქვენთანა჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ არ჻ ჩემი჻ შესაგვანია჻

1263. უცილოდ჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ გულსა჻ დავიცემ჻ დანასა჻ თქვენ჻ დაგხოცს჻ თქვენი჻ პატრონი჻ სოფელს჻ ვერ჻ დაჰყოფთ჻ ხანასა჻ ესე჻ სჯობს჻ მოგცე჻ საჭურჭლე჻ მძიმე჻ მარტყია჻ ტანასა჻ მე჻ გამაპარეთ჻ გამიშვით჻ თვარა჻ დავიწყებთ჻ ნანასა჻

1264. შემოიხსნა჻ მარგალიტი჻ შემოერტყა჻ რაცა჻ თვალი჻ მოიხადა჻ გვირგვინიცა჻ გამჭვირვალი჻ ერთობ჻ ლალი჻ მისცა჻ უთხრა჻ გამომიღეთ჻ გეაჯები჻ გულმხურვალი჻ მე჻ გამიშვით჻ ღმერთსა჻ თქვენსა჻ მიავალეთ჻ თქვენი჻ ვალი჻

1265. მონათა჻ მიხვდა჻ სიხარბე჻ მის჻ საჭურჭლისა჻ ძვირისა჻ დაჰვიწყდა჻ შიში჻ მეფისა჻ ვითა჻ ერთისა჻ გზირისა჻ გამოპარება჻ დაასკვნეს჻ მის჻ უებროსა჻ პირისა჻ ნახე჻ თუ჻ ოქრო჻ რასა჻ იქს჻ კვერთხი჻ ეშმაკთა჻ ძირისა჻

1266. რა჻ ოქრო჻ მისთა჻ მოყვასთა჻ აროდეს჻ მისცემს჻ ლხენასა჻ დღე჻ სიკვდილამდის჻ სიხარბე჻ შეაქნევს჻ კბილთა჻ ღრჭენასა჻ შესდის჻ და჻ გასდის჻ აკლია჻ ემდურვის჻ ეტლთა჻ რბენასა჻ კვლა჻ აქა჻ სულსა჻ დაუბამს჻ დაუშლის჻ აღმაფრენასა჻

1267. რა჻ ხადუმთა჻ აუსრულეს჻ საქმე჻ მისი჻ საწადელი჻ ერთმან჻ ტანსა჻ აიხადა჻ მისცა჻ მისი჻ ჩასაცმელი჻ სხვანი჻ კარნი჻ გამოარნეს჻ იჯრებოდა჻ დარბაზს჻ მსმელი჻ დარჩა჻ მთვარე჻ გავსებული჻ გველისაგან჻ ჩაუნთქმელი჻

1268. მონანიცა჻ გარდიხვეწნეს჻ გაიპარნეს჻ მასვე჻ თანა჻ ქალმან჻ კარსა჻ დამირეკა჻ ფატმანობა჻ ჩემი჻ ბრძანა჻ გავე჻ ვიცან჻ მოვეხვიე჻ გამიკვირდა჻ მეცა჻ განა჻ შინა჻ ყოლა჻ არ჻ შემომყვა჻ რად჻ მაწვეო჻ შემანანა჻

1269. მიბრძანა჻ თავი჻ ვიყიდე჻ მოცემულითა჻ შენითა჻ მუქაფა჻ ღმერთმან჻ შემოგზღოს჻ მოწყალებითა჻ ზენითა჻ ვეღარ჻ დამმალავ჻ გამიშვი჻ ფიცხლად჻ გამგზავნე჻ ცხენითა჻ ვირემდის჻ სცნობდეს჻ ხელმწიფე჻ კაცთა჻ მომწევდეს჻ რბენითა჻

1270. შევე჻ ფიცხლად჻ საჯინიბოს჻ ავხსენ჻ ცხენი჻ უკეთესი჻ შევუკაზმე჻ ზედა჻ შევსვი჻ მხიარული჻ არმოკვნესი჻ ჰგვანდა჻ ოდეს჻ ლომსა჻ შეჯდეს჻ მზე჻ მნათობთა჻ უკეთესი჻ წახდა჻ ჩემი჻ ჭირნახული჻ ვერ჻ მოვიმკი჻ რაცა჻ ვსთესი჻

1271. დღე჻ მიიყარა჻ ხმა჻ გახდა჻ მოვიდა჻ მისი჻ მდევარი჻ მოიცვეს჻ შიგან჻ ქალაქი჻ შეიქმნა჻ მოსაწევარი჻ მე჻ მკითხეს჻ ვარქვი჻ თუ჻ ჰპოვოთ჻ მუნ჻ სახლსა჻ სადა჻ მე჻ ვარი჻ მეფეთა჻ ვიყო჻ შემცოდე჻ და჻ მათთა჻ სისხლთა჻ მზღვევარი჻

1272. მონახეს჻ ვერა჻ შეიგნეს჻ შეიქცეს჻ დაწბილებულნი჻ მას჻ აქათ჻ იგლოვს჻ ხელმწიფე჻ და჻ ყოვლნი჻ მისნი჻ ხლებულნი჻ დაჰხედენ჻ დარბაზის჻ ერთა჻ შევლენ჻ ისფრითა჻ ღებულნი჻ მზე჻ მოგვეშორვა჻ მას჻ აქათ჻ ჩვენ჻ ვართ჻ სინათლეკლებულნი჻

1273. მას჻ მთვარისა჻ სადაობა჻ კვლა჻ გიამბო჻ საქმე჻ კვლაცი჻ აწ჻ უწინა჻ ესე჻ გითხრა჻ რას჻ მექადდა჻ ისი჻ კაცი჻ მე჻ გლახ჻ ვიყავ჻ მისი჻ ნეზვი჻ იგი჻ იყო჻ ჩემი჻ ვაცი჻ კაცსა჻ დასვრის჻ უგულობა჻ და჻ დიაცსა჻ ბოზი჻ ნაცი჻

1274. მით჻ არ჻ ჯერ჻ ვარ჻ ქმარსა჻ ჩემსა჻ მჭლე჻ არის჻ და჻ თვალად჻ ნასი჻ ისი჻ კაცი჻ ჩაშნაგირი჻ დარბაზს჻ იყო჻ მეტად჻ ხასი჻ ჩვენ჻ გვიყვარდა჻ ერთმანერთი჻ არ჻ მაცვია჻ თუცა჻ ფლასი჻ ნეტარძი჻ ვინ჻ სისხლი჻ მისი჻ შემახვრიტა჻ ერთი჻ თასი჻

1275. ესე჻ ამბავი჻ მასთანა჻ ვთქვი჻ დიაცურად჻ ხელურად჻ ჩემსავე჻ მოსლვა჻ მის჻ მზისა჻ და჻ გაპარება჻ მელურად჻ გამჟღავნებასა჻ მექადდა჻ არ჻ მოყვარულად჻ მტერულად჻ აწ჻ ისრე჻ მკვდარსა჻ ვიგონებ჻ იშ჻ თავი჻ ვიხსენ჻ მე჻ რულად჻

1276. დამექადის჻ რაზომჯერცა჻ წავიკიდნით჻ თავისწინა჻ ოდეს჻ მეხმე჻ არ჻ მეგონა჻ მე჻ იმისი჻ ყოფა჻ შინა჻ მოსრულ჻ იყო჻ მოსლვა჻ ეთქვა჻ შენცა჻ მოხვე჻ შემეშინა჻ ამად჻ გკადრე჻ ნუ჻ მოხვალო჻ მოგაგებე჻ მონა჻ წინა჻

1277. აღარ჻ დაბრუნდით჻ მოხვედით჻ შუქნი჻ თქვენ჻ ჩემთვის჻ არენით჻ შეიყარენით჻ ორნივე჻ ჩემ჻ ზედა჻ დაიჯარენით჻ ამად჻ შევშინდი჻ ღონენი჻ ვეღარა჻ მოვაგვარენით჻ იმას჻ გლახ჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ გულითა჻ სწადდა჻ არ჻ ენით჻

1278. თუმცა჻ ისი჻ არ჻ მოგეკლა჻ მისრულიყო჻ დარბაზს჻ ვითა჻ შემასმენდა჻ ჯავრიანი჻ გული჻ ედვა჻ ცეცხლებრ჻ სწვითა჻ მეფე჻ მწყრალი჻ გარდასწმედდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ გარდაგვითა჻ შვილთა჻ ღმერთო჻ დამაჭმევდა჻ დამქოლვიდა჻ მერმე჻ ქვითა჻

1279. მუქაფა჻ ღმერთმან჻ შემოგზღოს჻ მადლსა჻ გკადრებდე჻ მე჻ რასა჻ რომელმან჻ დამხსენ჻ მშვიდობით჻ იმა჻ გველისა჻ მზერასა჻ აწ჻ ამას჻ იქით჻ ვნატრიდე჻ ჩემსა჻ ეტლსა჻ და჻ წერასა჻ აღარ჻ ვიშიშვი჻ სიკვდილისა჻ ჰაი჻ ქვე჻ ჩავიჭერ჻ რასა჻

1280. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ წიგნსაცა჻ აგრე჻ სწერია჻ მოყვარე჻ მტერი჻ ყოვლისა჻ მტრისაგან჻ უფრო჻ მტერია჻ არ჻ მიენდობის჻ გულითა჻ თუ჻ კაცი჻ მეცნიერია჻ ნუღარ჻ იშიშვი჻ იმისგან჻ აწ჻ იგი჻ მკვდართა჻ ფერია჻