... (Q-261), XVII ს.

1099. ორისაგან: ერთი: ჰქენით: ამის: მეტსა: ნუღარ: ლამით: მოვითაჰკლავ: იმა: კაცსა: წადი: მოკალ: მალვით: ღამით: მე: და: სრულად: სახლი: ჩემი: დახოცასა: დაგვხსენ: ამით: მოხვალ: გითხრობ: ყუელაკასა: მოვით: მითხარ: ცრემლთა: ლამით:

1100. თვარა: ღამითვე: ტვირთები: შენი: წაიღე: ვირითა: დააგდე: ჩემი: მიდამო: სრულად: მიკრიფე: მირითა: ვეჭ: რომე: ჩემთა: ცოდვათა: შენცა: აგავსონ: ჭირითა: თუ: დარბაზს: მივა: ისი: ყმა: შვილთა: დამაჭმევს: პირითა:

1101. რა: ესე: ესმა: ავთანდილს: ლაღსა: ბუნებაზიარსა: ადგა: და: ლახტი: აიღო: რა: ტურფა: რამე: მჴნე: არსა: ამა: საქმისა: ვერ: ცნობა: თქუა: ჩემი: სიძუნტე: არსა: ნუ: ეჭუ: მისებრი: სულდგმულსა: სხვა: არცა: მისებრი: არსა:

1102. ფატმანს: უთხრა: კაცი: მომეც: მასწავლელად: წინამძღვარად გზასა: მართლად: წამიყუანოს: თვარა: მეშვლად: მინდა: არად: იმას: კაცსა: ვერა: ვხედავ: მეომრად: ჩემად: დარად: რაცა: უყო: მოგახსენებ: მომიცადე: იყავ: წყნარად:

1103. მას: მისცა: მონა: დიაცმან: წინამძღვრად: წაცამყვანელად: კვლავე: შეჰყივლა: ვინათგან: ცეცხლი: აწ: ცხელია: ნელად: თუ: მოვითა: ჰკლა: იგი: ყმა: ჩემად: გულისა: მფხანელად: ბეჭედი: ჩემი: აცვია: მას: გვედრებ: მოსატანელად:

1104. ავთანდილ: გავლო: ქალაქი: მით: უებროთა: ტანითა: ზღვის: პირსა: სახლი: ნაგები: დგეს: ქვითა: წითელ: მწვანითა: ქუეშეთკენ: სრითა: ტურფითა: კულა: ზედათ: ბანისბანითა: დიდროვანითა: ტურფითა: მრავლითა: თანის: თანითა:

1105. მუნ: მიჰყავს: პირმზე: ავთანდილ: მას: მისსა: წინამძღომელსა: ჴმამდაბლად: ჰკადრებს: ისია: სრა: მისი: ეძებ: რომელსა: უჩვენებს: ეტყუის: ხედაო: ბანსა: ზედა: ქუე: მდგომელსა: იქი: წევს: ძილად: იცოდი: ანუ: ქუე: ჰპოვებ: მჯდომელსა:

1106. კარსა: წინა: დარაჯანი: ორნი: უწვეს: მას: გლახ: ყმასა: ყმა: გავიდა: გაეპარა: დააგდებდეს: ვირე: ჴმასა: თვითო: ხელი: ყელსა: მიჰყო: მუნვე: მისცა: სულთა: ჴდასა: თავი: თავსა: შეუჯახა: გაურია: ტვინი: თმასა:

1107. იგი: ყმა: მარტო: საწოლსა: წუა: გულითა: ჯავრიანითა: ჴელ: სისხლიანი: ავთანდილ: შედგა: ტანითა: ჯანითა: ვერღა: აესწრა: იდუმალ: მოკლა: ვერცა: თუ: ვცანითა: ჴელი: მოჰკიდა: მიწასა: დაასკუნა: დაკლა: დანითა:

1108. მჭურეტელთა: მჴეცთა: მებრძოლთა: მზე: და: ვითა: დარია: ბეჭდითურთ: თითი: მოჰკუეთა: ქუესკნელთ: მიწასა: გარია: ზღვითაკენ: სარკმლთა: გასტყორცა: ზღვისა: ქვიშათა: გარია: მისთვის: არცაღა: სამარე: არცა: სათხარად: ბარია:

1109. ჴმა: მათისა: დაჴოცისა: არ: გაისმა: არსით: არა: წამოვიდა: ვარდი: ტკბილი: რასამცა: ვით: გაემწარა: ესე: მიკუირს: სისხლი: მისი: ასრე: ვითა: მოიპარა: რომე: უწინ: წამოევლო: გზა: იგივე: წაიარა:

1110. რა: ფატმანისსა: შევიდა: ლომი: მზე: მოყმე: წყლიანი: უბრძანა: მოვკალ: მან: ყმამან: დღე: ვეღარ: ნახოს: მზიანი: თვით: მონა: შენი: მოწმად: მყავს: ფიცი: აფიცე: ღმრთიანი: აჰა: თითი: და: ბეჭედი: დანა: მაქუს: ტარ: სისხლიანი:

1111. აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: რას: გაშმაგდი: ისრე: რეტად: რას: გექადდა: ისი: კაცი: მესწრაფების: მეტის: მეტად: ფატმან: ფერჴთა: მოეჴვია: არა: ღირს: ვარ: პირსა: ჭურეტად: გამიმრთელდა: გული: წყლული: ახლა: დავჯე: ცეცხლთა: შრეტად:

1112. მე: და: უსენი: შვილითურთ: აწ: ახლად: დავიბადენით: ლომომცა: შენი: ქებანი: ჩვენ: ვითა: ვადიადენით: ვინათგან: სისხლთა: იმისთა: დაღვრავე: დაექადენით: თავითგან: გითხრობ: ყუელასა: თქუენ: სმენად: დაემზადენით:

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ავთანდილის წინაშე:

1113. ამა: ქალაქსა: წესია: დღესა: მას: ნავროზობასა: არცა: ვინ: ვაჭრობს: ვაჭარი: არცა: ვინ: წავა: გზობასა: ყუელანი: სწორად: დავიწყებთ: კაზმასა: ლამაზობასა: დიდსა: შეიქმან: მეფენი: პურობა: დარბაზობასა:

1114. ჩვენ: დიდვაჭართა: ზედა: გვაც: დარბაზს: მიღება: ძღვენისა: მათ: საბოძვრისა: ბოძება: მართებს: მგზავსისა: ჩვენისა: ათ: დღემდის: ისმის: ყოველგნით: ჴმა: წინწილისა: ებნისა: მოედანს: მღერა: ბურთობა: დგრიალი: ცხენთა: დგენისა:

1115. ქმარი: ჩემი: დიდვაჭა[.............................................................] მათთა: ცოლთა: მე: წავა[..........................................................] დედოფალსა: ძღვენსა[...........................................................] დარბაზს: ამოდ: [.....................................................................]

1116. დღე: მოვიდა: ნავრო[...............................................................] ჩვენ: მივართვით: [...................................................................] ჟამიერად: მხიარ[.....................................................................] კულავ: დავ[..............................................................................]

1117. ბაღსა: შიგან: თა[........................................................................] გავიტანე: ხათუნები[..............................................................] მომყუებოდეს: მომღე[............................................................] ვიმღერდი: და: ვთამაშობდი: [...............................................]