... (A-530), XIX ს.

1193. ესე ამბავი მასთანა, ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე სრულად

1194. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსვლა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა

1195. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით

1196. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღ~თო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა

1197. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით, ამა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკუდილისა, ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა

1198. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე ჰსწერია მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგანც უფრო მტერია არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია

1199. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს კულა იტყვის ფატმან ტირილით, კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წარხდესო შუქი რომელი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

აქა ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა, ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა,

1200. ვაჲ საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ჰსცნას, შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სადარე

1201. ფატმან იტყვის მამეშორა, მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვეტლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა

1202. სახლი და შვილნი მამძულდა, ვჰსჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა

1203. დღესა ერთსა საღამო ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკვლიდა, მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი, ყოვლისამცა მამაცისა

1204. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა

1205. მე უყურებდი უჭვრეტდი, თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი, უცხონი შევიყარენით არცა რა ვიცით ვინ ვინა, ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი, ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1206. მათ სხვათა მათი ამბავი, ჰსთქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა, თქვენთაგან უკეთესია

1207. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა მოგვიკუდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი, ჰზრდის უმჯობესად მშობლისა

1208. დულარდუხტ არის დიაცი, [მაგრა კლდე ვითა ლოდია] ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, [ვერავის დაუკოდია] მას უსხენ წურილნი ძმის წულნი, როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ, ქვე ზის მორჭმული წოდია

1209. გვესმა ამბავი ზღვათ იქით, სიკუდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება, პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა

1210. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავყვები

1211. გვითხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით