... (A-530), XIX ს.

1271. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მამდებარი ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ მდუღარი

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი,

1272. პირ მზე ვსწერ აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან, რა მიყო ამას ჰხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა, სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო

1273. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან, ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი, და ჩემი დანაპირები

1274. სხვა ამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი, მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე

1275. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს, მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე რა დიდი ბრალია

1276. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა, შემიხვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე შეცაჰსთვალე

1277. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს, ამისითავე სწორითა მას მკუდარსა ვნახავ მოვკვდები, მე სიკუდილითა ორითა ვერავინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვისა ყორითა

1278. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო, ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მგზავსად შავნია

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი,

1279. აწ საყვარელსა მიუწერ, გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა, გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჰსჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1280. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავ გულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები

1281. ხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია რაზომცა ჰნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ ჰსწუნობენ, მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია

1282. ჰხედავ ჩემო ვით გაგვყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი, მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ჰქმნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან

1283. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდის, ჭირი ლხინსა შევაწონე

1284. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად მომიგონებდი გახსოვდე, მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის შენგან დანერგულისად

1285. სხვა ჩემო ჩემი ამბავი, ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით, არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების აწ კულა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების

1286. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მიმისართა არ დაჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გვართა კულაცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო რაცა დაგვემართა

1287. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან

1288. ნუთუ ესენი გეგონენ, სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაგანც უმაგრესითა