... (A-530), XIX ს.

1078. ესეგვარი საძრახავი, დაუძრახა გულსა შინა მერმე იტყვის შენგან კიდე, ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა რათამცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა

1079. ისი დიაცი აქა ჰზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივყუე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა

1080. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლად კრულსა რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დაფარულსა

1081. კულა იტყვის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მამინდების ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოჰსდინდების

აქა წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

1082. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარე შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება

1083. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე

1084. მას ღამისვე საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა

1085. წვეული აღარ დაბრუნდა, კულა ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა შევითა ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა

1086. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტან ნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოყვა, მონა ხრმალ დარაკიანი დაკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი

1087. ფატმან რა ნახა შეშინდა, სძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა, მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა

1088. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დასაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად

1089. ესე თქვა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა, მამადეგით მამაკარნი

1090. მოსთქვამს მოვკალ ჰაი ქმარი, ამოვწყვიტენ წვრილნი შვილნი იავარ ვჰყავ საქონელნი, უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა, ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი

1091. ამას ყველასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა [რა] გჭირს რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული

1092. დიაცმან უთხრა ჱე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ, სიყვარულითა შენითა

1093. ესე გუარი დია მიხვდეს, სიტყვა მცდარსა ენამეტსა ხვაშიადის ვერ დამალავს, უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თავისისა სისხლის მხვრეტსა

1094. ორისაგან ერთი ქენით, ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითაკლავ იმა კაცსა, წადი მოჰკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი, დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა, მოვითმითხარ ცრემლთა ლამით

1095. თვარა ღამითვე ტვირთები, შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიჰკრიფე მირითა ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა, შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა

1096. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნება ზიარსა ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა, თქვა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭვ სულ დგმულსა, მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა