... (A-530), XIX ს.

1134. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ, ეგრე გასული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოჰსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან

1135. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა, და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაუმალად, მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა

1136. სხვა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძვირ ფასისა მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა

1137. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი კულა გავიდი

1138. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების

1139. მე გლახ მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მომცემს იმედობასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქმს, ფიცისა გაცუდებასა

1140. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე

1141. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა, მოყვარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყუელა კაი, უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე, მო გაჩვენებ მზისა ფერსა

1142. ადგა ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი უსენ გაკვირდა გაცაკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი თქვა რა მიჩვენე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი

1143. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი, ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი, მაქვს არა მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა

1144. მივედით გვქონდა ორთავე, კრძალვა მისისა კრძალისა ვკადრეთ თუ მზეო სახმილი, გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი, მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად, შენ ფერად მსგავსი ლალისა

1145. რაცა ვკითხეთ არა ვიცით, ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგვითენდა

1146. ვერა დავყარეთ პასუხი, ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირ ქუშად, ზის წყრომა ვერ უგრძენითა კულაცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო გამიშვით, ეს ოდენ გვითხრა ენითა

1147. დავსხედით და მის თანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივს ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1148. უსენ იტყვის ბევრ ათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმამან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერა მჭვრეტელმან, თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღ~თნ იგი დამიხოცნეს

1149. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან, მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად, დაეტყვევნეს მისით მახით

აქა უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე,

1150. რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~თო, ბრძანებაა ეგე თქვენი

1151. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგალიტი და თვალები დავედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები კულა შემამფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხმალები

1152. უსენ მოვიდა ხელმწიფე, დახვდა ნადიმად მჯდომელი წინა მივიდა შეიძღუნა, ძღვენი მიართვა რომელი უსენ არიფი მეფისა, და მეფე მისი მდომელი აწ ნახო მთვრალი ვაჭარი, ცქაფი უწფელი წომელი