... (A-530), XIX ს.

1252. ავთანდილ ფატმანს ყველაი, უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან, შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1253. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა ჰსცნობს კაცი ყველანი, ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულა მიხვდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა

1254. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ჰქმნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული

1255. ფატმან ჰსთქვა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი, უკუდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი

1256. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა კადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა

აქა წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი,

1257. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე, კვლავ ერთგან შენათხზენაო

1258. თუმცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე

1259. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული

1260. ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა

1261. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე

1262. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები

1263. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედან ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა

1264. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა მას მზესა კადრა სალამი, მისისა სასურველისა

1265. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი

1266. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან განმამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1267. პირ მზე გაჰკვირდა, ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან, მისცა თავისა ხელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა

1268. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედან მტკებნელი მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქეთ, შენგან ჩვენია მზე ბნელი

1269. ფატმანის გული მას აქეთ, ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს, ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი, მისთვის კვლავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დამლევია

1270. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს, სწრაფა სწრაფითა ხშირითა