... (A-530), XIX ს.

1115. უკუმოვახვენ სარკმელნი, და შევაქცივე პირი ზღვასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვედა შიგან ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვად ვამსგავსე მემცა რასა

1116. მე შორიდამ ვერად ვიცან, მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი იქით აქეთ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდეს, იგი უცხო სანახავი

1117. გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ ღებული ვიყავ შინა

1118. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა ახადეს ქალი გარდმოხდა, უცხოთა რათმე ტანითა თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა

1119. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ჰსცნესა

1120. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ჰხედავთ ჰინდოთა, ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი

1121. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ, წაგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე, ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან, ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით

1122. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუზახენ დახოცენით, დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა ჰსცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1123. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნას ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა

1124. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდეს, მისთვის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1125. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვეტ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე, გული მისთვის ვაერდგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე

1126. ვკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოყვანდი, შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და, მეცნიერების შეტყობის ნდობა,

1127. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა გულ ამოხჩინვიით ასტირდა, მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოჰსდის გიშრისა ღარითა მისნი მჭვრეტელნი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა

1128. მითხრა შენ ჩემთვის, დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა თუღა რაც მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მხედისა

1129. ვსთქვი უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა

1130. ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მისი შუქი ჩამოვბურე მრავალ კეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა, აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1131. მოვიყვანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით

1132. ვით გიამბო საკვირველი, მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვეტლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1133. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა, ეყარის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა, ჰსჭვირს მარგალიტი ტყუბები