... (A-530), XIX ს.

1153. რა მეფემან უსენს წინა, სვა მრავალი დოსტაქანი კულა შესვეს და კულა აივსნეს, სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცნი, რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს, ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1154. უთხრა დიდმან ხელმწიფემან, უჭკუოსა უსენს მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად, სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა, უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან, ძღვენთა შენთა ნაათალსა

1155. თაყვანისცა უსენ ჰკადრა, ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის, ოქრო გინდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა, მბოძებია თქვენგან მეო

1156. ამას გკადრებ თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ სახე მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ, თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1157. რას ვაგრძელებდე გასტეხა, ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ ქნა უსენის თქმულისა

1158. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ, მუნამდის არ მიკვნესია დარბაზის კარსა შემოჰსდგა, მონათა უხუცესია თანა ყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავკვირდი, ვთქვი რამე საქმე ზესია

1159. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა, ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მომგვარე წავიყუანო, ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა და დამტყდეს ცანი, რისხვით ეცა გორთა

1160. მე გაკვირვებით კულა ვკითხე, რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოჰსძღუნა, პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1161. შეველ ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ მოკლულად

1162. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია

1163. თვალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი

1164. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა, ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი, შავ გული ვისთვის კვდებოდა

1165. ვარქვი ჩემო განღა სადმე, გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც, იგი ტურფა მზისა დარი ჰსცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით, წყნარი არას მოუბარი

1166. ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარაგნი, მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები განკრთომით უთხრა ჱე მზეო, აქა ვით მოიგვარები

1167. მეფემან ბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად ვითამ მზემან მისნი მჭვრეტელნი, შექნა თვალისა მფახველად ღ~თისაგან კიდე ვინმცა იყო, კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურსა, ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

1168. გვერდსა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა

1169. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა

1170. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია, საყუარელი ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცავის ეუბნების

1171. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი

1172. ღ~თნ ქმნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული