... (A-530), XIX ს.

1308. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ, იქმთ იგი არ აქცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1309. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე

1310. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქვენიმცა, გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა, თქვენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია

1311. ესე უსტარი დასწერა, შეჰკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან შესთვალა ზეპირ რაც ჰხმდა, სრულად მართ ვითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის, ძოწისა კარმან ღიამან

1312. მონახა პოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულ მწუხარისა მითთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღვარისა

1313. ფატმან უსენ და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ხელითა, ჩვენისა დამმარხველითა

აქა ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა,

1314. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ამბავითა ხელ განპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა

1315. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი, მან უნახავმან ხანისა

1316. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქვენთანა საუბარითა

1317. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1318. ქვაბნი გამოსჩნდეს იამა, იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყუარე, და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ, უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია

1319. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა ჰსჯობს თუ შამბ შამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა

1320. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა მართ საახელდებ უყივის, ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ, ჰსდგას ხმლითა მომახულითა

1321. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი, სდგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1322. ხმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, გვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ხმა შაქრის ფერად გაუხდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1323. ტარიელ მოსთქვა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა გამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები

1324. ტარიელ სტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა იტყოდა ვსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1325. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო, კმარს დღესა რაცა მლხენია ყველაი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი, არცა რა მოგისმენია კაცმანცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია

1326. რა ტარიელ არ შეჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა