... (A-530), XIX ს.

1022. ყმამან უთხრა ვინცა ჰსჭმუნავს, ცუდია და ცუდად ჰსცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მამავალიარ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენსა, შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1023. მოქარავნენი აივსნენ, სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა

1024. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა გამოსჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა მას ნავის ნავთა სალეწლად, სახნისი გია ძელითა

1025. კიოდეს და მოსდიოდეს, იძახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავხოც ამ ყველასა, ან სიკუდილი ჩემი დღესა

1026. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები, მახვილნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი

1027. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრესა ნავისანი, სისხლნი ნახოთ მონაღვარნი

1028. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა, წასდგა შიშ შეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჰხოცნა ხმალითა

1029. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა, ზედა სახნისი გებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოტეხა, სხვით არათ არ მიტყდებოდა

1030. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ჰსძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი

1031. მათ ლაშქართა გულ უშიშრად, ასრე ჰხოცდა ვითა თხასა ზოგნი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დამალულნი მკუდართა შუა, იმალვიან ჰმალვენ ხმასა

1032. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა გულსა მისსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვჰხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქს სიყუარულსა

1033. კაცო ძალსა ნუ იკვეხი, ნუცა მოკვეხ ვითა მთრუალი არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დაჰსწვავს ნაბერწკალი ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ხმალი

1034. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუძახნა უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა კადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა

1035. ავთანდილის მაქებელთა, ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა, რაგვარ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა

1036. მოეგებნეს აქ აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა კადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1037. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მხედსა ვისგან ძალნი ზეციერნი, გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმნას ყველაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა

1038. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე რაცა ვსთქვენი ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი

1039. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს

1040. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოჰსცალეს დალეწეს და ზოგი დაჰსწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

1041. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ დამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქუს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა