... (A-530), XIX ს.

1061. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ ბალახში მინა სათი მისთა მჭვრეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1062. ზარი გახდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს, უჭვრიტოთო ამას სრულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულად მათთა ცოლთა მოიძულეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად

აქ ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის, მიგებება და სიხარული,

1063. ფატმან ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყე არ ეწყინა

1064. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი ნაკუთად კარგი შავ გრემანი, პირ მსუქანი არ პირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა, მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი

1065. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღ~თო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა

1066. დილასა ლარი ყველაი, უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხეს, ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრეს წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა რქვა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა

1067. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა ფატმანს კლავდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა

აქა ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, წიგნის მიწერა,

1068. ჰსჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის

1069. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა სიყუარული მეტის მეტი, მაემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1070. მიღმა უთხრა ვაჲ თუ გასწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვსთქვა გავსძლო, ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს ვსთქვა და მოვკუდე, ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1071. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი

აქა წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა, სამიჯნუროდ მიწერილი,

1072. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად, მათდა ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩანს დასაქადებლად

1073. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან შენი მშვენება ყვავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მამესწრებიან

1074. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავჰყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე, თვარა ნუ მივხვდები ცნობასა

1075. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკულავად, ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1076. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი ყმისა ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი

1077. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია მაგრა მაზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყველაი, მოკლეა მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია