... (A-530), XIX ს.

983. ვსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არ დასტურობა გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა

984. იგი ვსძებნე სამსა წელსა, არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი

985. ქვაბნი წაუხმან დეუთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი ჰსწვავს, არ ახალ არ ახლებია ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია

986. ქალი მარტო ქვაბსა შინა, ჰსტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართმევს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი

987. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და, მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმო ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა, მისისა სასურველისა

988. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა, ჰზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვაჲ მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთვის კვდების

989. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა

990. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

991. შენი მან მითხრა ამბავი, მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

992. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა, მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა, ჰსტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყვენ ტევრთა საგუბარითა

993. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა ქედისა ფრიდონ ჰსტირს მოსთქვამს, ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუე, ვაი საწუთროსა ფლიდისა

994. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამხმელო მხლებელთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო

995. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია თუმცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია

996. ფრიდონ სთქვა ესე სიტყვები, მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ჭვრეტითა აერ ფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა

997. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს სრულითა შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა

998. შევიდეს და დიდი შეჰქმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვინ თქვას ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი

999. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა

1000. მას დღე სვეს ჰსჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა გათენდა ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა

1001. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა

1002. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკუდილად, მიჩნს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიძს დია დამეყოვნები