ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1007. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა჻ წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა჻ დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა჻ ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა჻

1008. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი჻ კითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი჻ ქედსა გარდადგა აქლემნი აუჩნდა ლარ კიდებულნი჻ მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი჻

1009. მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა჻ შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა჻ ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა჻ კითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა჻

1010. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი჻ მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი჻ კადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი჻ ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი჻

1011. გარდახდეს კადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი჻ მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამნ მაჭარნი჻ ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი჻ საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი჻

1012. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე჻ უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე჻ კითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე჻ გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე჻

1013. თქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა჻ ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა჻ მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა჻ ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა჻

1014. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა჻ დაბრუნდეთ გვეცემის ზიანი ას საზომისა჻ შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა჻ ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ ღონე წაგვსვლია რჩომისა჻

1015. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების჻ რაცა მოვა საქმე ზენა მომავალიარ აგვცთების჻ მე მივინდობ სისხლთა თქვენს ა შემოვისხამ დაცამწვთების჻ ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების჻

1016. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა჻ თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არ ჩვენებრვე რიდითა჻ აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა჻ შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა჻

1017. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა჻ მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა჻ გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა჻ მის ნავის ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა჻

1018. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა კრესა჻ შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა჻ ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა჻ ანუ დავხოც ამა ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღეს ა჻

1019. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ჴმელთა სპანი჻ განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი჻ ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი჻ ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი჻

1020. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი჻ შორს ისრითა არ დაგჴოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი჻ მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი჻ მეკობრესა ნავისანი სისხლნი ნახოთ მონაღვარნი჻

1021. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა჻ მას ჴელთა კეტი რკინისა ქონდა ჴელითა ცალითა჻ ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუალითა჻ ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დაჴოცნა ჴმალითა჻

1022. კიოდეს იგი ლაშქარნი ჴმა მათი არ გასწყდებოდა჻ აძგერეს ძელი რომელსა ზედან სახნისი გებოდა჻ ყმა ნავის თავსა უშიშრად წვე დგა არ თურე კრთებოდა჻ კეტი კრა ძელი მოსტეხა სხვით არათ არ მოსტყდებოდა჻

1023. ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი჻ შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი჻ ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მი და მო მლეწელი჻ არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი჻

1024. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა჻ ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა჻ ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა჻ დამალულნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა჻

1025. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მისსა჻ ზოგთა კადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა჻ არ დაჴოცნა დაიმონა დარჩომოდა რაცა წყლულსა჻ მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა჻

1026. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოკვეხ ვითა მთვრალი჻ არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი჻ დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი჻ ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი჻