... (პარიზული ხელნაწერი 10)

951. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვლამოდი჻ მართ჻ მაგისისა჻ თქმევასა჻ აწ჻ რადგან჻ გითქვამს჻ პასუხსა჻ გკადრებ჻ და჻ ნუ჻ მეჭვ჻ თნევასა჻ სჯობს჻ ასმათისა჻ არ჻ ლევა჻ მაგა჻ სამხრისა჻ ლევასა჻ ამად჻ არ჻ გიქებ჻ საქმისა჻ უარესისა჻ რჩევასა჻

952. სამჴრე჻ გაბია჻ ოქროსა჻ ოქრომჭედლისა჻ დნობილი჻ უასაკო჻ და჻ უსულო჻ არ჻ სიტყვიერი჻ ცნობილი჻ აღარად჻ გინდა჻ ასმათი჻ ნახე჻ მათალი჻ ბრჭობილი჻ პირველ჻ გლახ჻ მისი჻ ნაჭვრეტი჻ თვით჻ მერმე჻ შენი჻ დობილი჻

953. თქუენს჻ შუა჻ მქმნელი჻ საქმისა჻ შენგან჻ ნახმობი჻ დობისა჻ თქვენი჻ შემყრელი჻ მსახური჻ შენგან჻ ღირსქმნილი჻ ხმობისა჻ მისი჻ გამზრდელი჻ გაზრდილი჻ მისთვის჻ მიხდილი჻ ცნობისა჻ გლახ჻ დაგიგდია჻ არ჻ ნახავ჻ შაბაშ჻ მართლისა჻ ბრჭობისა჻

954. მან჻ უბრძანა჻ რაცა჻ გითქვამს჻ უმართლე჻ ხარ჻ მეტისმეტად჻ საბრალოა჻ ასმათ჻ მისად჻ მგონებლად჻ და჻ ჩემად჻ მჭვრეტად჻ მე჻ სიცოცხლე჻ არ჻ მეგონა჻ შენ჻ მომესწარ჻ ცეცხლთა჻ შრეტად჻ რადგან჻ დავრჩი჻ გვალე჻ ვნახოთ჻ თუცავე჻ ვარ჻ ჯერცა჻ რეტად჻

955. დაჰმორჩილდა჻ გაემართნეს჻ ავთანდილ჻ და჻ ამირბარი჻ ვერ჻ მიგია჻ ქება჻ მათი჻ ვერა჻ ქება჻ საქებარი჻ კბილნი჻ ვითა჻ მარგალიტნი჻ ბაგე჻ ვარდი჻ ნაპობარი჻ გველსა჻ ხვრელით჻ ამოიყვანს჻ ენა჻ ტკბილად჻ მოუბარი჻

956. ამას჻ ეტყუის჻ შენთვის჻ დავსდებ჻ გონებასა჻ სულსა჻ გულსა჻ მაგრა჻ შენცა჻ ნუ჻ აგრე჻ ხარ჻ ნუ჻ იწყლულებ჻ ახლად჻ წყლულსა჻ არას჻ გარგებს჻ სწავლებული჻ თუ჻ არა჻ იქ჻ ბრძენთა჻ თქმულსა჻ არ჻ იხმარებ჻ რას჻ ხელსა჻ ჰხდი჻ საუნჯესა჻ დაფარულსა჻

957. არას჻ გარგებს჻ შეჭირვება჻ რომ჻ სჭმუნვიდე჻ რა჻ გერგების჻ არ჻ თუ჻ იცი჻ უგანგებოდ჻ არათ჻ კაცი჻ არ჻ მოკვდების჻ მზისა჻ შუქთა჻ მომლოდინე჻ ვარდი჻ სამ჻ დღე჻ არ჻ დაჭნების჻ ბედი჻ ცდაა჻ გამარჯვება჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ მოცაგხვდების჻

958. მოახსენა჻ ეგე჻ სწავლა჻ ჩემთვის჻ ყოვლად჻ სოფლად჻ ღირდეს჻ გონიერსა჻ მწრთელი჻ უყვარს჻ უგუნურსა჻ გულსა჻ ჰგმირდეს჻ მაგრა჻ რა჻ ვქმნა჻ რაგვარ჻ გავსძლო჻ მეტისმეტი჻ რა჻ მიმჭირდეს჻ შენცა჻ გჭირან჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ არ჻ მამართლო჻ არ჻ მიკვირდეს჻

959. ცუილსა჻ ცეცხლის჻ სიმხურვალე჻ უგავს჻ ამად჻ აენთების჻ მაგრა჻ წყალსა჻ არსით჻ ახლავს჻ თუ჻ ჩავარდეს჻ დაცაშრტების჻ რაცა჻ ვისცა჻ საქმე჻ თვით჻ სჭირს჻ სხვათათვისცა჻ ევარგების჻ თავიდაღმა჻ რად჻ არ჻ იცი჻ ჩემი჻ გული჻ რაგვარ჻ დნების჻

მბობა ტარიელისა და ავთანდილისათვის ლომ ვეფხვის დახოცვა჻

960. რა჻ წამეკიდა჻ ყველაი჻ წვრილად჻ გიამბო჻ ენითა჻ მერმეღა჻ გაპრჭევ჻ მართალი჻ მაგა჻ გულითა჻ ბრძენითა჻ შენ჻ მოგელოდი჻ მიმჭირდა჻ მოლოდინითა჻ შენითა჻ ქვაბს჻ ვეღარ჻ გავძელ჻ მინდორთა჻ მოვლა჻ მომინდა჻ ცხენითა჻

961. იმა჻ ქედსა჻ გარდავადეგ჻ იგი჻ შამბნი჻ მომეარნეს჻ ერთი჻ ლომი჻ ერთი჻ ვეფხი჻ შეკრბეს჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ ჰგვანდეს჻ რათმე჻ მოყვარულთა჻ მათი჻ ნახვა჻ გამეხარნეს჻ მათ჻ რა჻ უყვეს჻ ერთმანერთსა჻ გამიკვირდეს჻ შემეზარნეს჻

962. ქედსა჻ გარდავდეგ჻ ლომვეფხი჻ მოვიდეს჻ ერთგან჻ რებულნი჻ სახედ჻ ვამსგავსე჻ მიჯნურთა჻ ცეცხლნი჻ დამევსნეს჻ დებულნი჻ შეიყარნეს჻ და჻ შეიბნეს჻ იბრძოდეს჻ გამწარებულნი჻ ლომი჻ სდევს჻ ვეფხი჻ მიურბის჻ იყვნეს჻ არ჻ ჩემგან჻ ქებულნი჻

963. პირველ჻ ამოდ჻ ილაღობეს჻ მერმე჻ მედგრად჻ წაიკიდნეს჻ თვითო჻ ტოტი჻ ერთმანეთსა჻ ჰკრეს჻ სიკვდილსა჻ არ჻ დარიდნეს჻ გამოჰრიდა჻ ვეფხმან჻ გული჻ დედათამცა჻ განა჻ იდნეს჻ ლომი჻ მედგრად჻ გაეკიდა჻ იგი჻ ვერვინ჻ დაამშვიდნეს჻

964. ლომსა჻ დაუგმე჻ ნაქმარი჻ ვარქვი჻ არა჻ ხარ჻ ცნობასა჻ შენ჻ საყვარელსა჻ რად჻ აწყენ჻ ფუ჻ მაგა჻ მამაცობასა჻ ხრმალგამოწვდილი჻ გაუხე჻ მივეც჻ ლახვართა჻ სობასა჻ თავსა჻ გარდავჰკარ჻ მოცავჰკალ჻ დავხსენ჻ სოფლისა჻ თმობასა჻

965. ჴრმალი჻ გავჰტყორცე჻ გარდვიჭერ჻ ვეფხი჻ შევიპყარ჻ ხელითა჻ მის჻ გამო჻ კოცნა჻ მომინდა჻ ვინ჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ მიღრინვიდა჻ და჻ მაწყენდა჻ ბრჭალითა჻ სისხლთა჻ მღვრელითა჻ ვეღარ჻ გავუძელ჻ იგიცა჻ მოვკალ჻ გულითა჻ ხელითა჻

966. რაზომსაცა჻ ვამშვიდებდი჻ ვეფხი჻ ვერა჻ დავამშვიდე჻ გავგულისდი჻ მოვიქნივე჻ ვჰკარ჻ მიწასა჻ დავაწყვიდე჻ მამეგონა჻ ოდეს჻ ჩემსა჻ საყვარელსა჻ წავეკიდე჻ სული჻ სრულად჻ არ჻ ამომხდეს჻ რას჻ გიკვირს჻ რომ჻ ცრემლსა჻ ვღვრიდე჻

967. აჰა჻ ძმაო჻ მითხრობია჻ ჭირი჻ ჩემი჻ რაცა჻ მჭირდა჻ სულთა჻ დგმაცა჻ არა჻ მმართებს჻ ასრე჻ გასლვა჻ რად჻ გიკვირდა჻ სიცოცხლესა჻ გავეყარე჻ სიკვდილიცა჻ დამიძვირდა჻ ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ აცატირდა჻

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან [...........]

968. ავთანდილცა჻ მასთანავე჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლსა჻ ღვრიდა჻ უთხრა჻ დათმე჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ გულსა჻ სრულად჻ ნუ჻ დასჭრი჻ და჻ ღმერთი჻ მაგას჻ მოწყალეობს჻ თუცა჻ ჭირმან჻ არ჻ გაგრიდა჻ თუმც჻ უნდოდით჻ გასაყრელად჻ პირველ჻ ერთად჻ არ჻ შეგყრიდა჻