... (Q-1082), XVII ს.

782. სამხრე: გაბია: ოქროსა: ოქრო: მჭედლისა: დნობილი: უასაკო: და: უსულო: არ: სიტყუიერი: ცნობილი: აღარად: გინდა: ასმათი: ნახე: მათალი: ბრჭობილი: პირველ: გლახ: მისი: ნაჭვრეტი: თვით: მერმე: თქუენიდობილი:

783. თქუენს: შუა: მქნელი: საქმისა: შენგან: ნაჴმობი: დობისა: თქუენი: შემყრელი: მსახური: შენგან: ღირსქმნილი: ჴმობისა: მისი: გამზრდელი: გაზრდილი: მისთვის: მიჴდილი: ცნობისა: გლახ: დაგიგდია: არ: ნახავ: შაბაშ: მართლისა: ბრჭობისა:

784. მან: უბრძანა: რაცა: გითქუამს: უმართლე: ხარ: მეტისმეტად: საბრალოა: ასმათ: მისად: მგონებლად: და: ჩემადჭურეტად: მე: სიცოცხლე: არ: მეგონა: შენ: მომესწარ: ცეცხლთა: შრეტად: რადგან: დავრჩი: გვალე: ვნახოთ: თუცავე: ვარ: ჯერცა: რეტად:

785. დამორჩილდა: გაემართნეს: ავთანდილ: და: ამირბარი: ვერ: მიგია: ქება: მათი: ვერა: ქება: საქებარი: კბილნივითა: მარგალიტნი: ბაგევარდი: ნაპობარი: გველსა: ჴვრელით: ამოიყუანს: ენა: ტკბილად: მოუბარი:

786. ამას: ეტყუის: შენთუის: დავსდებ: გონებასა: სულსა: გულსა: მაგრა: შენცა: ნუ: აგრე: ხარ: ნუ: იწყლულებ: ახლად: წყლულსა: არას: გარგებს: სწავლულებათუ: არა: იქ: ბრძენთა: თქმულსა: არ: იჴმარებ: რას: ჴელსა: ჰჴდი: საუნჯესა: დაფარულსა:

787. არას: გარგებს: შეჭირვება: რომ: სჭმუნვიდე: რა: გერგების: არ: თუ: იცი: უგანგებოდ: არათ: კაცი: არ: მოკუდების: მზისა: შუქთა: მომლოდინე: ვარდი: სამ: დღე: არ: დაჭნების: ბედი: ცდაა: გამარჯუება: ღ~თსა: უნდეს: მოცაგჴუდების:

788. მოახსენა: ეგე: სწავლა: ჩემთვის: ყოვლად: სოფლად: ღირდეს: გონიერთა: მწვრთელი: უყვარს: უგუნურსა: გულსა: გმირდეს: მაგრა: რა: ვჰქნა: როგორ: გავსძლო: მეტისმეტი: რა: მიმჭირდეს: შენცა: გჭირან: ჭირნი: ჩემნი: არ: მამართლო: არ: მიკუირდეს:

789. ცვილსა: ცეცხლის: სამჴურვალე: უგავს: ამად: აენთების: მაგრა: წყალსა: არსით: ახლავს: თუ: ჩავარდეს: დაცაშრტების: რაცავისრა: საქმე: თვით: სჭირს: სხვათათვისცა: ევარგების: თავიდაღმანრად: არ: იცი: ჩემი: გული: რაგვარ: დნების:

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისა ლომ ვეფხვის დახოცისა:

790. რა: წამეკიდა: ყუელაი: წურილად: გიამბო: ენითა: მერმეღა: გაპრჭევ: მართალი: მაგა: გულითა: ბრძენითა: შენ: მოგელოდი: მიმჭირდა: მოლოდინითა: შენითა: ქუაბს: ვეღარ: გავძელ: მინდორთა: მოვლა: მამინდა: ცხენითა:

791. იმა: ქედსა: გარდავადეგ: იგი: შამბნი: მამეარნეს: ერთი: ლომი: ერთი: ვეფჴი: შეკრბეს: ერთად: შეიყარნეს: გვანდეს: რათმე: მოყვარულთა: მათი: ნახვა: გამეხარნეს: მათ: რა: უყუეს: ერთმანერთსა: გამიკვირდეს: შემეზარნეს:

792. ქედსა: გარდავდეგ: ლომვეფჴი: მოვიდეს: ერთგან: რებულნი: სახედ: ვამგზავსე: მიჯნურთა: ცეცხლნი: დამევსნეს: დებულნი: შეიყარნეს: და: შეიბნეს: იბრძოდეს: გამწარებულნი: ლომი: სდევს: ვეფხვი: მიურბის: არიყუნესჩემგან: ქებულნი:

793. პირველ: ამოდ: ილაღობეს: მერმე: მედგრად: წაიკიდნეს: თვითო: ტოტი: ერთმანეთსა: ჰკრეს: სიკვდილსა: არ: დარიდნეს: გამორიდნა: ვეფხმან: გული: დედათამცა: განა: იდნეს: ლომი: მედგრად: გაეკიდა: იგი: ვერვინ: დაამშვიდნეს:

794. ლომსა: დაუგმე: ნაქმარი: ვარქუი: არა: ხარ: ცნობასა: შენ: საყუარელსა: რად: აწყენ: ფუ: მაგა: მამაცობასა: ჴმალგამოწვდილი: გაუჴე: მივეც: ლახვართა: სობასა თავსა: გარდავჰკარ: მოცავჰკალ: დაჴსენ: სოფლისა: თმობასა:

795. ჴმალი: გავსტყორცე: გარდვიჭერ: ვეფჴვი: შევიპყარ: ჴელითა: მის: გამო: კოცნა: მამინდა: ვინ: მწუავს: ცეცხლითა: ცხელითა: მიღრინვიდა: და: მაწყენდა: ბრჭკალითა: სისხლთა: მღვრელითა: ვეღარ: გაუძელ: იგიცა: მოვჰ[............................................]

796. რაზომსაცა: ვამშვიდებდი: ვეფხი: ვერა: დავამშვიდე: გავგულისდი: მოვიქნივე: ვჰკარ: მიწასა: დავაწყვიდე: მამეგონა: ოდეს: ჩემსა: საყუარელსა: წავეკიდე: სული: სრულად: არ: ამომხდეს: რას: გიკუირს: რომ: ცრემლსა: ვღვრიდე:

797. აჰა: ძმაო: მითხრობია: ჭირი: ჩემი: რაცა: მჭირდა: სულთა: დგმაცა: არა: მმართებს: ასრე: გასლვა: რად: გიკვირდა: სიცოცხლესა: გავეყარე: სიკვდილიცა: დამიძუირდა: ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმამან: სულთქნა: აცატირდა:

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისულა და ასმათის ნახვა:

798. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღურიდა: უთხრა: დათმე: ნუ: მოჰკუდები: გულსა: სრულად: ნუ: დასჭრი: და: ღ~თი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა: თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა:

799. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღულებს: მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს: მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკვდილსა: მიგვაახლებს: გასწავლულსა: გააშმაგებს: უსწავლელსა: გაასწავლებს: