... (Q-1082), XVII ს.

839. ვარდი: ჭნებოდა: ღვრებოდა: ალვისა: შტო: ირხეოდა: ბროლი: და: ლალი: გათლილი: ლაჟუარდად: გარდიქცეოდა: გამაგრებოდა: სიკუდილსა: ამისთუის: არ: უმჴნეოდა: იტყუის: თუ: ბნელი: რას: მიკვირს: რადგან: დაგაგდე: მზეო: და:

840. მზესა: ეტყვის: მზეო: გიტყუი: თინათინის: ღაწუთა: დარად: შენ: მას: ჰგავ: და: იგი: შენ: გგავს: თქუენ: ანათობთ: მთად: და: ბარად: ხელსა: მალხენს: ნახუა: შენი: ამად: გიჭურეტ: არ: დამცდარად: მაგრა: ჩემი: რად: დააგდე: გული: ცივად: გაუმთბარად:

841. თვეერთისა: მოშორვება: მზისა: ზამთრის: გაგვამცივნებს: მე: გლახ: ორნი: დამიყრიან: გული: ამად: რად: არ: ივნებს: მაგრამკლდესა: არა: შესწონს: არაოდეს: არ: ატკივნებს: წყლულსა: დანა: ვერა: ჰკურნებს: გაჰკუეთს: ანუ: გაასივნებს:

842. იტყუის: თუ: ჩემი: ჴელმქმნელი: მაღლამზეა: და: ცად: არი: ვინ: პირი: მგზავასად: პირისა: შექნა: და: შეაცადარი: უმისოდ: სულდგმულობასა: გულო: ვით: შეაცადარი ვაი: სიცოცხლისა: სოფელმან: აროდეს: არ: დამცა: დარი:

843. მისსა: მზესა: გზა: გზა: მოსთქუამს: ჭირს: თავს: აძლევს: ლხინსა: ფასად: გულსა: ეტყუის: მიაშურე: გაგიპარავს: შენა: წასად: გარჯისათვის: ეგრე: თქმულა: მიხვდების: ერთი: ასად: ჭირნიჩემნი: ვამსუბუქნე: მკიდავს: სხვათა: უმძიმესად:

ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა:

ამას მეფეთა ეტლად იტყვიან:

844. მიმავალი: ცასა: შესტირს: ეუბნების: ეტყუის: მზესა: აჰა: მზეო: გეაჯები: შენ: უმძლესთა: მძლეთა: მძლესა: ვინ: მდაბალთა: გაამაღლებ: მეფობასა: მისცემ: სვესა: მე: ნუ: გამყრი: საყუარელსა: ნუ: შემიცული: ღამედ: დღესა:

ამას სევდიანთა ეტლად იტყუიან:

845. მოზუალომომიმატე: ცრემლი: ცრემლსაჭირი: ჭირსა: გული: შავად: შემიღებესიბნელესა: მიმეც: ხშირსა: შემომყარე: კაეშანი: ტვირთი: მძიმევითა: ვირსა: მას: უთხართუნუ: გასწირავშენია: და: შენთვის: ტირსა:

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყუიან:

846. ჰე: მუშთაროგეაჯები: შენმართალსა: ბჭესაღმრთულსა: მო: და: უყავ: სამართალიგაებჭობის: გული: გულსა: ნუ: ამრუდებ: უმართლესსანუ: წაიწყმედ: ამით: სულსა: მართალი: ვარ: გამიკითხერად: მაწყლულებ: მისთვის: წყლულსა:

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან:

847. მოდი: მარიხო: უწყალოდ: დამჭერ: ლახვრითა: შენითა: შეცამღებე: და: შემსუარე: წითლად: სისხლისა: დენითა: მას: უთხრენ: ჩემნი: პატიჟნი: მას: გააგონენ: ენითა: როგორ გასრულვარ: შენ: იცი: გულია: აღარს: ლხენითა:

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან:

848. მოდი: ასპიროზმაგრე: რა: მან: დამწვა: ცეცხლთა: დაგითა: რგვერდზე: ვინ: მარგალიტსა: გარეშე: მოსცავს: ძოწისა: ბაგითა: შენ: დააშვენებ: კეკლუცთა: დაშვენებითა: მაგითა: ვისმე: გლახ: ჩემებრსა: დააგდებ: გაჰჴდი: ცნობითა: შმაგითა:

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან:

849. ოტარიდო: შენგან: კიდე: არვის: მიგავს: საქმე: სხვასა: მზე: მაბრუნვებს: არ: გამიშვებს: შემიყრის: და: მიმცემს: წვასა: დაჯე: წერად: ჭირთა: ჩემთა: მელნად: მოგცემ: ცრემლთა: ტბასა: კალმად: გიკვეთ: გაწლობილსა: ტანსა: წურილსა: ვითა: თმასა:

ამას მოწყალეთადა სნეულთა ეტლად იტყვიან:

850. მო: მთუარეო: შემიბრალე: ვილევი: და: შენებრ: ვმჭლდები: მზე: გამავსებს: მზევე: გამლევს: ზოგჯერ: ვსხულდები: ზოგჯერ: ვწულდები: მას: უამბესჯანი: ჩემნი: რა: მჭირს: ანუ: როგორ: ვბნდები: მიდი: უთხარ: ნუ: გამწირავს: მისი: ვარ: და: მისთუის: ვკვდები: