... (Q-1082), XVII ს.

669. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვჰქნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეხმარო: რადცა: გინდი:

670. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღვრიდი:

671. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოჰჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდევ: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერა: ვერა:

672. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჰჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ჴელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულავ: შეჯერებად:

673. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყვარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს: მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

674. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად: ვის: სიკუდილი: მოყურისათვის: თამაშად: და: მიჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: მას: თუ: დავჰთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავჰთმობ: ვისსა: მე: რად:

675. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვჰკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედანიტირებდი: დაიდებდი: თუალთა: მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა:

676. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მამდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღ~თბრისად:

677. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა: მე: სიტყვასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა:

678. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბედობისა: მე: ვითგავსწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგუეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა:

679. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: როგორ: სწერენ: სიყუარული: აღგუამაღლებს: ვით: ეჟუანი: ამას: ჟღერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ:

680. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მამცა: მძლევად: მტერთად: ვის: აქუსძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: სამზღვარსა: დაუსაზღვრებს: ზის: უკუდავი: ღ~თი: ღ~თად: იგი: გაჰჴდის: წამისყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

681. რაცა: ღმერთსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭვრეტელი: ყუელა: რასმე: იამების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

682. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქუენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუექნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასვლა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა:

683. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუცს: ხორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

684. რაცა: ღ~თსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლამრავლად: მას: რა: ვარგო: ესე: ჩემთვისდიდებად: და: კმარისდავლად:

685. მეფეო: ესე: თათბირი: მომკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირისპირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

686. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვგმობ: კაცსა: აუგიანსაცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულდიდსა: წასულაგვიანსა:

687. რა: უარია: მამაცსა: ომშიგან: პირისმჴმეჭელსა: შემდრკალსა: შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭუელსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭუელსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა: