... (Q-1082), XVII ს.

870. ფრიდონ: მონა: გამოგზავნა: წა: ნახეო: ისი: სპანი: რა: ქნეს: ალყა: რად: დაშალეს: სად: წადიან: ვითა: ბრმანი: მონა: ფიცხლავმოეგება: ნახა: სარო: მორჩი: ტანი: დადგა: თვალნი: გაურეტდეს: დაავიწყდეს: სიტყუის: თქმანი:

871. ავთანდილ: ცნა: თუ: ისია: ჩემად: მოამბედრებული: უთხრა: არქუი: შენსა: პატრონსა: ეს: ჩემი: დავედრებული: ვარ: უცხო: ვინმე: ღარიბი: საყოფთა: მოშორვებული: ძმად: ფიცი: ტარიელისი: თქვენს: წინა: მომგზავრებული:

872. მონა: წავიდა: ფრიდონის: თხრობად: ამბვისა: მისისად: უთხრა: მზე: ვნახე: მოსრული: ჩანს: მანათობლად: დღისისად: ვაზრობ: იგიცა: დაშმაგდენ: თუ: ბრძენთა: ნახონ: ისი: სად: ვარ: ძმაო: ტარიელისი: შეყრად: ფრიდონის: მქისისად:

873. რა: ტარიელ: მოისმინა: ფრიდონს: ჭირი: უსუბუქდა: თვალთა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს: გული: უფრო: აუჩუქდა: მონაქროლმან: ვარდი: დაზრა: წამწამთაგან: ბუქი: ბუქდა: შეიყვარნეს: ერთმანერთი: მათგან: იქო: არ: გაუქდა:

874. ფიცხლა: იგი: ქედი: ჩავლო: ჩაეგება: ფრიდონ: წინა: რა: შეხედნა: მან: ესე: თქუა: თუ: არ: მზეაო: ისი: ვინა: მასმეტობდა: რაცა: ქება: მონისაგან: მოესმინა ერთმანერთსა: გარდაუჴდეს: ლხინმან: ცრემლი: აფრქევევინა:

875. მოეხუივნეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდონ: თვით: უსახოდფრიდონს: ყმა: და: მოეწონა: ყმასა: ფრიდონ: რა: მჭურეტელთა: იგი: ნახონ: მზე: მათთანა: გააფლიდონ: მამკალ: ბაზარს: სხვა: მათებრი: ივაჭრონ: რა: ანუყიდიან:

876. ფრიდონისებრნი: მოყმენი: ვინმცა: ვით: ვინ: ეგებიან: მაგრა: მას: ახლვან: ქებანი: მართ: მეტუნი: არ: მიხუდებიან: მზე: უჩინო: იქს: მნათობთა: რა: ახლოს: შეიყრებიან: დღისით: ვერ: ნათობს: სანთელი: და: ღამით: შუქნი: ჰკრთებიან:

877. ცხენთა: შესხდეს: გაემართნეს: ფრიდონისსა: მივლენ: სრასა: დაიშალა: ნადირობა: მოეშალნეს: მჴეცთა: სრვასა: ავთანდილის: ჭვრეტად: სპანი: იქიაქათ: იქმან: ჯრასა: თქუეს: ასეთი: ჴორიცელი: შეუქნია: ნეტარ: რასა:

878. ყმა: ფრიდონს: ეტყუის: ისწრაფი: ვიცი: ამბისა: თხრობასა: გიამბო: ვინ: ვარ: სით: მოვალ: ვინათგან: ჰლამი: ცნობასა: ანუ: სით: ვიცნობ: ტარიელს: ანუ: რად: ვიტყუი: ძმობასა: იგი: ძმად: მიჴმობს: ძმა: ხარო: თუცა: ძლივ: ღირს: ვარ: ყმობასა:

879. მე: ვარ: ყმა: როსტან: მეფისა: მოყმე: არაბეთს: ზრდილობით: დიდი: სპასპეტი: სახელად: მიჴმობენ: ავთანდილობით: მე: დიდებულთა: დიდგვართა: ზრდილი: მეფეთა: შვილობით: საკრძალავი: და: უკადრი: მყოფი: არვისგან: ცილობით:

880. დღესა: ერთსა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდა: მინდორს: ვნახეთ: ტარიელ: ცრემლთა: ღვრიდა: ველთა: რწყვიდა: გაგვიკუირდა: გვეუცხოვა: ვაწვიეთ: და: არ: მოვიდა: ჩვენ: გვეწყინა: არ: ვიცოდით: მას: თუ: ცეცხლი: როგორ: სწვიდა:

881. მეფემან: სპანი: შეპყრობად: შეუზახნა: და: სწყრებოდა: მან: უჭირველად: დაჴოცა: ომი: არ: მისჭირდებოდა: ზოგსა: მჴართეძო: დალეწა: და: ზოგსა: სულნიჰჴდებოდა: მუნღა: ცნეს: ეტლი: მთვარისა: რომე: არ: დაბრუნდებოდა:

882. მან: სპათაგან: ვერ: შეპყრობა: ცნეს: მეფეთა: მეტად: მწყრალთა: თვით: შესხდეს: და: შეუტიეს: ამაყთა: და: არას: მკრთალთა: რა: ტარიელ: მეფე: იცნა: მუნღა: დაჰკრთა: მათთა: ჴმალთა: ცხენსა: მისცნა: სადავენი: დაგვეკარგა: წინა: თვალთა:

883. ვძებნეთ: და: კვალი: ვერ: ვპოვეთ: დავწამეთ: ეშმაურობა: მეფე: დაჭმუნდა: დაშალა: სმა: ნადიმობა: პურობა: მე: ვეღარ: გავსძელ: მისისა: ამბისა: არდასტურობა: გამოვიპარე: საძებრად: მწვიდა: ცეცხლი: და: მურობა:

884. იგი: ვძებნე: წელსა: სამსა: არ: ვიამე: არცა: ძილი: მათ: მასწავლეს: ხატაველნი: ვნახენ: მისგან: დაკოდილი: ვჰპოვე: ვარდი: მოყუითანე: შუქმკრთალი: და: ფერმიჴდილი: შემიტკბო: და: შემიყუარა: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი:

885. ქვაბნი: წაუხმან: დევთათვის: სრულად: გამესისხლებია: მუნ: ასმათ: ახლავს: მარტოსა: სხვა: არვინ: უახლებია: მას: მუდამ: ძველი: ცეცხლი: სწვავს: არახალ: არახლებია: ვაი: მართებს: მისსა: გაყრილსა: შავი: ხლა: თავსა: ხლებია:

886. ქალი: მარტო: ქვაბსა: შინა: ზის: მტირალი: ცრემლ: ნაწთომი: ყმა: ნადირსა: უნადირებს: ლომის: ლეკუსა: ვითა: ლომი: მიართმევს: და: იმით: არჩენს: იგი: ერთგან: ვერ: დამდგომი: მისგან: კიდე: სანახავად: არვინუნდა: კაცთა: ტომი:

887. მე: უცხოს: უცხო: მანატრა: მოსმენა: სანატრელისა: მითხრა: ამბავი: მისი: და: მისისა: საყუარელისა: რა: ჭირნი: დასთმნა: ვერ: იტყუის: აწ: ენა: ესე: ხელისა: ჰკლავს: სურვილი: და: ვერნახვა: მისისა: დამმარხველისა:

888. ვითა: მთვარე: დაუდგრომლად: იარების: არ: დადგების: მასვე: ცხენსა: შენეულსა: ზის: აროდეს: გარდაჴდების: არას: ნახავს: პირმეტყუელსა: ვით: ნადირი: კაცთა: ჰკრთების: ვაი: მე: მისსა: მგონებელსა: ვაი: მას: ვინცა: მისთუის: კვდების:

889. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: დამწვა: ცეხლითა: მისითა: შემებრალნეს: და: გავშმაგდი: გავჰჴე: გულითა: ჴელითა: მამინდა: მისთა: წამალთა: ძებნა: ზღვითა: და: ჴმელითა: შევიქეც: ვნახენ: მეფენი: მყოფნი: გულითა: მქისითა: