... (Q-1082), XVII ს.

890. დავეთხოვე: და: გამიწყრეს: მეფე: მიეცა: ჭმუნვასა: დავჰყარენ: ჩემნი: ლაშქარნი: მით: იზახიან: მუნ: ვასა: გამოვეპარე: დავეჴსენ: სისხლისა: ცრემლთა: წურვასა: აწ: ვეძებ: მისთა: წამალთა: ვიქ: იქითაქათ: ბრუნვასა:

891. შენიმან: მითხრა: ამაბავი: მისგან: ძმობისა: შენისა: აწ: მიპოვნიხარ: უებრო: შენ: საქებელი: ენისა: გამომირჩიე: სით: მიჯობს: ძებნა: მის: მზისა: ზენისა: მისთა: მჭურეტელთა: ლხინისა: ვერმჭვრეტთა: ამაზრზენისა:

892. აწ: ფრიდონ: იტყუის: სიტყუითა: მის: ყმისა: ნაუბარითა: ორნივე: სწორად: მოსთქუმიდეს: მოთქმითა: საქებარითა: გულ: ამოსკუნილნი: გულითა: ტირან: ვერ: დამთმობარითა: მუნ: ვარდსა: წყლითა: ღაწუისა: რწყვენ: ტევრთა: საგუბარითა:

893. ლაშქართა: შიგან: შეიქნა: ჴმა: ტირილისა: დიდისა: ზოგთაგან: ხოჭა: აქუთპირისა: ზოგთაგან: სრევა: რიდისა: ფრიდონ: ტირს: მოთქუამს: ჴმა: მაღლად: გაყრილი: წლისა: შვიდისა: უხანობა: და: სიცრუვე: ვაისაწუთროსა: ფლიდისა:

894. ფრიდონ: მოსთქუამს: რა: შეგასხათ: ვერსაქებო: ვერსათქმელო: ჴმელთა: მზეო: სამყაროსა: მზისა: ეტლთა: გარდამსხმელო: მოახლეთა: სალხინოო: სიცოცხლეო: სულთა: მდგმელო: ცისა: ეტლთა: სინათლეო: დამწველო: და: დამანთქმელო:

895. რა: მოგეშორვე: მას: აქათ: სიცოცხლე: მამძულვებია: თუცა: შენ: ჩემად: არა: გცალს: მე: შენთვის: მამსურვებია: შენ: უჩემობა: ლხინად: გჩნას: მე: დია: მიმჭირვებია: ოჴრად: მიჩნს: ჩემისიცოცხლე: სოფელი: გაამრებია:

896. ფრიდონ: თქუა: ესე: სიტყუანი: მოთქმითა: შვენიერითა: გული: დაიღეს: დადუმდეს: მივლენ: არ: თურე: მღერითა: ავთანდილ: მჭვრეტთა: აშვენებს: ტურფითა: არეფერითა: მელნისა: ტბათა: მიჯარვით: ბრუნავს: გიშრისა: ჭერითა:

897. ქალაქს: შევიდეს: მუნ: დახუდა: სრა: მოკაზმული: სრულითა: საჴელმწიფოთა: ყოვლითა: გასაგებლითა: სრულითა: მონანი: ტურფად: მოსილნი: წესითა: იყუნეს: რულითა: შეჰფრფინევდიან: ავთანდილს: გულითა: სულწასრულითა:

898. შევიდეს: და: დიდი: შექმნეს: ჯალაბობა: არ: ხალვათი: იქით: აქათ: დიდებულნი: წარიგებით: ათჯერ: ათი: თვით: ორნივე: ერთგან: დასხდეს: ვითა: ვინთქვა: ქება: მათი: ბროლბალახშსა: აშვენებდა: ზოგან: მინა: ზოგან: სათი:

899. დასხდეს: შეიქმნა: პურობა: გაამრავლებდეს: მახალსა: უმასპინძლებდეს: ავთანდილს: ვითა: მძახალი: მძახალსა: მოიღებდიან: ჭურჭელსა: ტურფასა: ახალ: ახალსა: მაგრა: მის: ყმისა: მჭვრეტელთა: გული: მიეცა: გლახ: ალსა:

900. მას: დღე: სვეს: ჭამეს: გარდაჰჴდა: ნადიმი: მსმელთა: დასისა: გათენდა: ბანეს: ავთანდილ: რიცხვი: ძეს: მუნ: ატლასისა: შესამოსელი: შემოსეს: დრაჰკნისა: ბევრ: ათასისა: შეარტყეს: წელთა: სარტყელი: დაუდებელი: ფასისა:

901. ყმამან: დაყვნადღენი: რამე: თუც: ყოვნასა: ვერა: სთმობდა: ფრიდონს: თანა: ნადირობას: გავიდეს: და: თამაშობდა: სწორად: ჰჴოცდის: შორს: და: ახლოს: თუ: რას: ჴელსა: მიაპყროდა: მისი: სროლა: მშვილდოსანსა: ყუელაკასა: აწბილობდა:

902. ქალაქს: შევიდესხმა: გაჰხდამუნ: ზათქნი: იქებოდიან: ქალნი: და: ყმანი: დაჯარვით: მისად: საჭვრეტლად: რბოდიან: იგი: ნახიანდაბნდიანჭკუითა: მიჰჴდებოდიან: ახლოს: შეყრისა: უღირსთა: რამცა: ქნესისჯებოდიან:

903. ყმა: ფრიდონს: ეტყვის: გესმოდეს: ჩემი: აწ: მონაჴსენები: მე: თქუენი: გაყრა: სიკუდილად: მიჩნს: და: მით: თავსა: ვევნები: მაგრა: არა: მცალს: დღეკრულსა: ცეცხლი: მე: სხვაცა: მედების: გზა: გრძელი: საქმე: სასწრაფო: მიც: დია: დამეყოვნები:

904. მართალანშენნი: გამყრელი: თვალი: თუ: ცრემლსა: ღვრიდესა: დღეს: წაუვალი: ვერა: ვარ: მით: ცეცხლი: სხვაცა: მწვიდესა: დგომა: მგზავრისა: ცთომაა: კარგსა: იქს: თავსა: სწვრთიდესა: სადა: გინახავს: იგი: მზე: წამომყევ: ზღვისა: კიდესა:

905. ფრიდონ: უთხრა: დასაშლელი: ჩემგან: არა: არ: გეთხრობის: ვიცი: რომე: აღარა: გცალს: შენ: ლახვარი: სხვა: გესობის: წადი: ღ~თი: გიწინამძღვრებს: შენი: მტერი: დაემჴობის: მაგრა: თქუი: თუ: უშენობა: ჩემგან: ვითა: დაითმობის:

906. ამას: გკადრებ: არ: ეგების: მარტოსაგან: წასვლა: შენი: თანა: ყმათა: წამოგატან: იმსახურენ: იახლენი: აბჯარი: და: საგებელი: ერთი: ჯორი: ერთი: ცხენი: არ: წაიტან: გაირჯები: ღაწვივარდი: ცრემლთა: მდენი:

907. მოასხნა: ოთხნი: მონანი: მისანდობელნი: გულითა: სრული: აბჯარი: საკაცო: ქაფითა: საბარკულითა: სამოცი: ლიტრი: წითელი: აწონით: არნაკლულითა: ერთი: ტაიჭი: უებრო: მით: უნაგრითა: სრულითა:

908. ერთსა: ჯორსა: წვივ: მაგარსა: საგებელი: აუკიდა: წავიდა: და: ფრიდონ: შეჯდა: მასთანავე: გამოვიდა: აწ: გაყრისა: მომლოდნესა: ედებოდა: ცეცხლი: სწვიდა: მოსთქუამს: თუმცა: მზე: გუიახლა: ჩვენ: ზამთარი: ვერ: დაგვზრვიდა:

909. ზარი: მის: ყმისა: გაყრისა: გაჰჴდესმიეცნეს: წუხილსა: მოატყდეს: მოქალაქენი: ლარსა: ვინ: ჰყიდდა: თუ: ხილსა: ჴმა: ზახილისა: მათისა: გვანდააერთა: ქუხილსა: იტყოდეს: მზესა: მოვშორდით: მო: თვალნი: მივსცნეთ: წუხილსა: