... (Q-1082), XVII ს.

910. ქალაქი: გავლეს: მივიდეს: პირსა: დიდისა: ზღუისასა: მაშინ: ფრიდონის: ნახულსა: ნასაჯდომევსა: მზისასა: მუნ: დაადენდეს: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: ფრიდონ: უამბობს: ამბავსა: მის: მნათობისა: ტყუისასა:

911. აქა: მათ: ზანგთა: მონათა: მზე: მოიყუანეს: ნავითა: კბილ: თეთრი: ბაგე: ბალახშიტან: ალვა: თმითა: შავითა: ცხენი: გავქუსლე: გავაგე: წაგვრა: ჴმლითა: და: მკლავითა: შორს: მნახეს: ადრე: გამექცეს: ნავი: მფრინველე: ჩნდა: ვითა:

912. მოეხვივნეს: ერთმანერთსა: გაამრავლნეს: ცრემლთა: ღვრანი: აკოცეს: და: გაუახლდეს: მათ: ორთავე: მათნი: წვანი: გაიყარნეს: გაუყრელნი: ძმად: ფიცნი: და: ვითა: ძმანი: ფრიდონ: დადგა: ყმა: წავიდა: შემხედველთა: მკულელი: ტანი:

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯნის საძებრად:

913. ყმა: მიმავალი: მიუბნობს: მგზავსი: მთვარისა: სრულისა: ჰკლავსთინათინის: გონება: მისად: სალხენად: გულისა: იტყუის: მოგშორდისიცრუვე: ვაი: საწუთროსა: კრულისა შენგაქუს: წამალი: ჩემისა: მამრთელებელი: წყლულისა:

914. რად: სიცხე: გულსა: ნიადაგ: მწვავს: გმირსა: სამს: ალებისა: რად: გული: კლდისა: ტინისა: შემქმნია: სამ: სალებისა: არ: შეუძლია: ლახვარსა: დაჩენა: სამსა: ლებისა შენ: ხარ: მიზეზი: სოფლისა: ასრე: გასამსალებისა:

915. ავთანდილ: მარტო: ზღვის: პირსა: მივა: ოთხითა: მონითა: წამალსა: ტარიელისსა: ეძებს: ყოვლითა: ღონითა: დღისით: და: ღამით: მტირალი: იღვრების: ცრემლთა: ფონითა: ჩალად: უჩნს: ყოვლი: ქვეყანა: მისვე: ჩალისა: წონითა:

916. სადაცა: ნახნის: ეუბნის: მგზავრნი: ზღვის: პირსა: რებულნი: მის: მზისა: ჰკითხისამბავი: დღენი: ვლნა: გაასებულნი: ქედსა: გარდადგეს: აქლემნი: აუჩნდეს: ლარკიდებულნი: მოქარავნენი: ზღვის: პირსა: დაყრით: დგეს: შეჭირვებულნი:

917. მუნ: ქარავანი: ურიცხუი: მოსდგმოდა: ზღვისა: კიდესა: შეიჭირვებდეს: ჭმუნვიდეს: ვერცა: დგეს: ვერცა: ვლიდესა: ყმამან: სალამი: უბრძანა: ქებასა: შეასხმიდესა: ჰკითხეს: თუვინ: ხართ: ვაჭარნომათ: საუბარი: ჰკიდესა:

918. უსამ: იყო: ქარავნისა: უხუცესი: კაცი: ბრძენი: მოახსენა: ხოტბასრული: დალოცა: და: უქნა: ზნენი: ჰკადრეს: მზეოსიცოცხლეო: შენ: ამოჰჴე: ჩვენი: მლხენი: ჩამოჴე: და: მოგახსენოთ: ამბავი: და: საქმე: ჩვენი:

919. გარდაჰჴდა: ჰკადრეს: ჩვენ: ვართო: მობაღდადენი: ვაჭარნი: მაჰმადის: სჯულის: მჭირავნი: აროდეს: გუისმან: მაჭარნი: ზღვათა: მეფისა: ქალაქსა: სავაჭროდ: გარდმონაჭარნი: საქონელ: სრულნი: მდიდარნი: არ: ლარნი: გვაქვან: ნაჭარნი:

920. ჩუენ: აქა: ვპოვეთ: ზღუის: პირსა: კაცი: უსულოდ: მდებარე: უშველეთ: ენა: მოეცა: სიტყუისა: გამომგებარე: ვჰკითხეთ: თუ: ვინ: ხარ: ღარიბო: რასა: საქმისა: მდებარე: გვითხრა: თუ: შეხვალთ: დაგჴოცენ: კიდე: ცოცხალვარ: მე: ბარე:

921. თქუა: ქარავანი: ეგვიპტით: გამოვემართეთ: ერითა: ზღვასა: შევედით: ტვირთულნი: ლარითა: მრავალფერითა: მუნმეკობრეთა: დაგვჴოცეს: ძელით: საჴნისის: წუერითა: ყუელაი: წახდა: არ: ვიცი: აქა: მოსრულვარ: მე: რითა:

922. ლომო: და: მზეო: ესეა: მიზეზი: აქა: დგომისა: დაბრუნვებითა: გვეცემის: ზიანი: ასაზომისა: შევიდეთ: ვაი: თუ: დაგვჴოცნენ: ძალი: არა: გვაქვს: ომისა: ვერ: ვდგათ: ვერცა: წასრულვართ: ღონე: წაგვსულია: რჩომისა:

923. ყმამან: უთხრა: ვინცა: ჭმუნავს: ცუდია: და: ცუდად: სცთების: რაცა: მოვა: საქმე: ზენა: მომავალი: არ: აგვცთების: მე: მივინდობ: სისხლთა: თქუენთა: შემოვისხამ: დაცამწვდების: ვინცა: გებრძვის: ჴმალი: ჩემი: მბრძოლთა: თქვენთა: დააცვდების:

924. მოქარავნენი: აივსნეს: სიხარულითა: დიდითა: თქუეს: ყმა: ვინმეა: ჭაბუკი: არა: ჩუენებრვე: რიდითა: აქვს: თავისაგან: იმედი: ვიყუნეთ: გულითა: მშვიდითა: შევიდეს: ჩასხდეს: ხომალდსა: გამართეს: ზღვისა: კიდითა:

925. სიამოვნისა: დარითა: იარეს: არ: სიძნელითა: მათი: ბადრაგა: ავთანდილ: უძღვის: გულითა: ქველითა: გამოჩნდა: ნავი: მეკობრე: დროშითა: მეტად: გრძელითა: მას: ნავსა: ნავთა: სალეწლად: საჴნისი: ჰგია: ძელითა:

926. კიოდეს: და: მოდიოდეს: იძახდეს: და: ბუკსა: ჰკრესა: შეუშინდა: ქარავანი: მათ: ლაშქართა: სიდიდესა: ყმამან: უთხრა: ნუ: იშიშვით: თქუენ: იმათსა: სიალფესა: ანუ: დავჰჴოც: ამ: ყუელასა: ან: სიკუდილი: ჩემი: დღესა:

927. უგანგებოდ: ვერას: მიზმენ: შეცამებნენ: ჴმელთა: სპანი: განგებაა: არ: დავრჩები: ლახვარნია: ჩემთვის: მზანი: ვერდახსნიან: ვერ: ციხენი: ვერ: მოყუასნი: ვერცა: ძმანი: ვინცა: იცის: ესე: ასრე: ჩემებრვეა: გულოვანი:

928. თქუენ: ვაჭარნი: ჯაბანნი: ხართ: ომისაცა: უმეცარნი: შორს: ისრითა: არ: დაგჴოცნენ: ჩაიხრჩენით: თანა: კარნი: მარტო: მნახეთ: ვით: შევიბა: ვით: ვიჴმარნე: ლომნი: მკლავნი: მეკობრისა: ნავისანი: სისხლნი: ნახნეთ: მონაღუარი: