... (Q-1082), XVII ს.

688. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი: ბოლოდ: შეჰყარნეს: მიწამან: ერდგან: მოყმე: და: მჴცოანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკუდილი: სახელოვანი:

689. მერმე: ვიშიშუი: მეფეო: თქუენგანკადრებად: ამისად: სცდების: და: სცდების: სიკუდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთათვისერთად: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახენცოცხალმან: სიცოცხლე: მქონდა: ჟამისად:

690. თუ: საწუთრომან: დამამხოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვჰკუდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქუენმავე: გულმან: მოწყალემლმობელმან:

691. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერუისგან: ანაწონები: მიეც: საჭურჭლეგლახაკთაათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღწვიან: მომიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები:

692. ღ~თსა: მვედრებდესმრავალი: გლახაკი: გულმჴურვალები: დამხსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კვლავცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები მამცეს: მკუიდრივე: მამული: ჩემივესასურვალები:

693. დამხსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა: მუნ: დამიუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: ღბილთა: კბენისა: ფრთენი: მამესხნენ: და: ძალი: მამეცეს: აღმაფრენისა:

694. რაცა: თქუენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ხანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ჩემთა: დამავსებლად:

695. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებსარ: გეთნევის: არასარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

696. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა: ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა: ნუგეშინისეც: წყალობით: ჩემგან: წყალობაჩუეულსა: ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლთა: სისხლითა: ფრქუეულსა:

697. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ჴელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევითამცხართავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

698. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

699. ყმა: შეეკაზმა: წამავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოელი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯვებისა: მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მიძგითად და გაპარვა მისი:

700. ილოცავს: იტყუის: მაღალო: ღმერთო: ჴელთა: და: ცათაო: ზოგჯერ: მომცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მომეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულისთქმათაო:

701. ღ~თო: ღ~თო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქვენათ: ზესა: შენ: დაბადენმიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მამაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: ამოფხური: სიყუარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა:

702. ღ~თო: ღ~თო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე:

703. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლნი: ღვარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

704. მოსთქუამს: და: იტყუის: ვაიმზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესვრის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარალხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

705. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: ყმასა: წავჰყუე: წამავალსა: არ: შეეძლო: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა: