... (Q-1082), XVII ს.

744. ამის: მეტი: აღარა: თქუა: ატირდა: და: წამოვიდა: ქუაბი: ჩავლო: წყალსა: გაჰჴდა: შამბი: ჩავლო: ველს: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

745. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყუარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა: მოვჰკუდე: თავი: არ: მეწყალვის: ჩემი: სისხლიჩემსა: ქედსა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი ჰაი სოფელო რას მოაწევ:

746. მოყუარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყუარე: თვალსა: ჩემსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

747. კვლავ: იტყუის: მიკუირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკუიანისა: რამჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამტანისა:

748. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქუეველი: ეძებს: უძახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამ: დღემდი: მოვლო: მრავალი: ჴევი: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: პოვა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი:

749. იტყუის: ღმერთო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მომივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დაეხოცა:

750. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერშეცულილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიანჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუყრილი: თქუა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

751. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: განანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდაჭურეტად: მათდა:

752. რა: ტარიელ: დაინახა: გაღანამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკუდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

753. ერთკენ: უც: ლომი: მოკლული: და: ჴრმალი: სისხლმოცხებული: კვლავსხვაგნით: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქუედანარცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: ეგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარე: ცხებული:

754. თვალთა: ახმადცა: ზარედვა: სრულად: მიჰჴდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკუდილსა: მოშორვებოდა: ნობასა: ყმა: სახელდობით: უყივის: ლამის: სიტყუითა: კრთობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

755. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: სახელსა: ახლოს: უზის: და: უზახის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყუის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალდაუფახველსა:

756. ესე: ყუელაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღ~თსა: ცხოველსა: მათებრივ: არა: შობილა:

757. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუვე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკუდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არა: მიმცე:

758. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მსგავსი: სხვათა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა:

759. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენნი: აპირებენ: ამა: პირსა: ჴამს: მამაცი: მამაცური: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა: ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქვითკირსა: თავისისა: ცნობისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა:

760. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ: მინდორსტირ: და: მჴეცთა: ახლავ: არას: წადილსა: ისრულებ: ვისთვის: კვდები: ვერ: მიხუდები: თუ: სოფელსა: მოიძულებ: თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ:

761. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: საჴმილნი: სდებიან: ვის: არ: უნახვან: პატიჟნი: ვისთვის: ვინ: არა: ბნდებიან: მითხარ: უსახო: რა: ქნილა: სულნი: რად: ამოგჴდებიან: არ: იცი: ვარდნი: უეკლოდ: არავის: მოუკრებიან: