... (Q-1082), XVII ს.

706. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რაზომცა: დია: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუთუ: კვლავღ~თნ: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრა: თუ: მოვჰკუდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

707. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა: დარბაზს: ხასთაგან: ჯარია: ჴელითა: წვერით: ტაცისა: იგლეჯს: და: იცემს: ყუელაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქუეს: ბნელი: გვმართებს: დღე: კრულთა: რადგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

708. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა: უთხრა: ხედავთმზემან: ჩემმანშუქნი: სრულადდაგვიძუირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: დაგვყარნა: რად: გაგუწირნა: სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა:

709. ყოვლნი: სულთქმიდეს: მოთქუმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გუიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად:

710. მოახსენა: საწოლს: ვპოვე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მე: თუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

711. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კვლავიტირეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცველნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქვრივნი: სხვანი: შევეწივნეთნუთუ: ღ~თნ: მშვიდობისა: მისცეს: გზანი:

წასულა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა:

712. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწუავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერჭურეტა: საყუარლისა: ჭირსა: ძველსა: გაგვიახლებს:

713. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: ვიტყუისცრემლთა: მცრობასა: წამწამ: მობრუნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭვრეტდის: თვალნი: ვერ: მოჴსნის: თუ: მოჴსნის: მიჰჴდის: ცნობასა:

714. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ჴელყუის: გაძრვად: ენისად: მაგრა: სდის: ცრემლი: თვალთაგან: მსგავსად: დიჯლისა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: უჭურეტდის: ღონედ: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენი: სად:

715. თქუა: ჩემო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყუარელსა: მოყუარე: რაზომცა: დაუძაბუნდეს:

716. მე: რა: ვჰქნა: შენად: შეყრამდის: ანუ: რას: ვეჭუდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუცა: შენგან: არ: ვეჭუდი: წყენასა: მაგრა: შენ: გაწყენ: ჩემისა: არსიცოცოხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცნე: ცოცხალმან: თუალნი: ცრემლისა: დენასა:

717. ტირს: იტყუის: დადვა: კეშნი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო: ინდოთა: რაზმან: ჩემად: კვლად: თქუა: ესე: ტევრი: თხზა: თმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თუალწარბო: მამცემდი: პატიჟთა: თმანო:

718. იტყუის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: გთქუის: მზიანისა: ღამისად: ერთარსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად: ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთი: იოტის: წამისად: ბედსა: ნუ: მიქცევ: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად:

719. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყუიან: ფილასოფოსნი: წინანი: შენ: მიშველე: რა: ტყუექმნილსა: ჯაჭუნი: მაბიან: რკინანი: ბროლბალახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგე: მინანი: მაშინ: ვერ: გავსძელ: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი:

720. ამას: მოთსქუმიდის: იწოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამდის: ვარსკულავთა: ამოსლუა: იამებოდის: მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭურეტდის: ეუბნებოდის:

721. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენგაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: შენგამო: შენებრ: მშვენისა:

722. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასლუასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიჰჴდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მას: თანართვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კვლავგაემართის: ისწრაფდის: წასულასა: მისვე: გზისასა:

723. მარტო: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახვდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულმარიხიანი: იტყუის: დავჰყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახ: იანი:

724. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოთქმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკლითა: ნახოკარსა: ქუაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზე: გავიდა: ქუაბთა: კარსა: