... (Q-1082), XVII ს.

851. აჰა: მმოწმობენ: ვარსკულავნი: შვიდნივე: მემოწმებიან: მზე: ოტარიდი: მუშთარი: და: ზუჰულ: ჩემთუის: ბნდებიან: მთვარე: ასპიროზ: მარიხი: მოვლენ: და: მოწმად: მყვებიან: მას: გააგონენ: რანიცა: ცეცხლი: უშენოდ: მდებიან:

852. აწ: გულსა: ეტყუის: ვითამცა: გდის: ცრემლი: არ: გაგხმობია: რას: გარგებს: მოკულა: თავისა: ეშმა: ძმად: თურე: გძმობია: მეც: ვიცი: ჩემსა: ხელმქმნელსა: თმად: ყორნის: ბოლო: სთმობია: მაგრა: თუ: ჭირსა: არ: დასთმობ: ლხინი: რა: დასათმობია:

853. თუ: დავრჩეო: ესე: მიჯობს: სიცოცხლისა: ეტყუის: თუსა ნუთუ: მამხუდეს: ნახვა: მზისა: ნუვიძახი: მიწყივ: უსა: მიიმღერის: ჴმასა: ტკბილსა: არ: დასწყვეტდის: ცრემლთა: რუსა: მისსა: ჴმასა: თანა: ჴმაცა: ბულბულისა: გვანდის: ბუსა:

854. რა: ესმოდის: მღერა: ყმისა: სმენად: მჴეცნი: მოვიდიან: მისვე: ჴმისა: სიტკბოსაგან: წყლით: ქვანიცა: გამოსხდიან: ისმენდიან: გაჰკუირდიან: რა: ატირდის: ატირდიან: იმღერს: ლექსთა: საბრალოთა: ღვარისაებრ: ცრემლნი: სდიან:

855. მოვიდიან: შესამკობლად: ქუეყნით: ყოვლნი: სულიერნი: ტყით: ნადირნი: წყალშიგ: თევზნი: ზღვით: ნიანგნი: ცით: მფრინველნი: ინდო: არაბ: საბერძნეთით: მაშრიყით: და: მაღრიბულნი: რუსნისპარსნი: მოფრანგენი: და: მისრეთით: მეგვიპტელნი:

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა:

856. ყმა: მტირალი: სამოცათ: დღე: ზღვისა: პირსა: მივა: გზასა: შორით: ნახა: მენავენი: მოდიოდეს: შიგან: ზღვასა: მოიცადნა: ჰკითხა: ვინ: ხართ: თქუენ: ამისსა: გნუკევ: თქმასა: ეს: [.......]ვისი: არის: ან: მორჩილობს: ვისსა: ჴმასა:

857. მათ: მოახსენეს: ტურფაო: სახითა: და: ნაგებითა: გვეუცხოვე: და: გვეკეთე: მით: გეუბნებით: ქებითა: აქამდის: მზღვარი: თურქთაა: მომძღურე: ფრიდონის: ზღურებითა: ჩვენცა: ვისნი: ვართ: გიამბობთ: თუ: ჭურეტით: არ: დავბნდებითა:

858. ნურადინ: ფრიდონ: მეფეა: ამა: ქეყნისა: ჩვენისა: მოყმე: მხნე: უხვი: ძლიერი: ფიცხლად: მამხლტომი: ცხენისა: ვნება: არავის: არ: ძალუც: მის: მზისა: ოდნად: მშვენისა: იგია: ჩვენი: პატრონი: მსგავსი: ცით: შუქთა: მფენისა:

859. ყმამან: უთხრა: ძმანო: ჩემნო: კარგთა: კაცთა: გარდგეკიდე: მე: მეფესა: თქუენსა: ვეძებ: მასწავლეთ: თუ: სით: წავიდე: რა: ვიარო: ოდეს: მივალ: ან: გზასა: აქუს: რა: სიდიდე: მენავეთა: უწინამძღვრეს: არ: დააგდეს: გზამდის: კიდე:

860. მოახსენეს: ესე: გზაა: მულღაზანზარს: მიმავალი: მუნ: დაგუხუდების: მეფე: ჩვენი: მშვილდფიცხელი: მახვილ: ჴმალი: აქადაღმე: ათ: დღე: მიხვალ: ნაკვთად: სარო: ფერად: ლალი: ვაი: რად: დაგუწენ: უცხოს: უცხო: რად: მოგვიდევ: ცეცხლებრ: ალი:

861. ყმამან: უთხრა: მიკვირს: ძმანო: რად: ხართ: ჩემთვის: გულმოკლულნი: ანუ: ეგრე: ვით: გეკეთნეს: ზამთრის: ვარდნი: ფერნაკლულნი: თქუენცა: მაშინ: გენახენით: ლაღნი: ვდეგით: არ: საპყრულნი: ჩვენნი: მჭურეტნი: დავაშვენნით: ჩვენგან: სდიან: მხიარულნი:

862. იგი: წავიდეს: დაბრუნდა: ყმა: გზასა: თავის: წინასა: ვისი: გავს: ტანი: საროსა: და: ვისი: გული: რკინასა: მიაცურვებს: და: მიუბნობს: მოსთქუამს: მისსავე: ლხინასა: ნარგიზნი: ქუხან: ცრემლსა: სწვიმს: ჩარცხის: ბროლსა: და: მინასა:

863. ვინცა: გზას: ნახნის: უცხონი: მსახურებდიან: ჰყმობდიან: მოვიდოდიან: საჭვრეტლად: მას: ზედა: სტრფიალობდიან: ეძნელებოდის: გაშუება: გაყრასა: ძლივ: დასთმობდიან: გზის: ყოლაოზი: მისციან: ჰკითხის: რა: უამბობდიან:

864. მულღაზანზარს: მიეახლა: ადრე: დალევს: გზასა: გრძელსა: მინდორს: ნახა: სპა: ლაშქართა: და: ნადირთა: ჰგვანდეს: მსურელსა: ყოვლგნით: ალყა: შემოეკრა: მოსდგომოდეს: გარე: ველსა: ისრიან: და: იზახიან: მჴეცთა: სჭრიან: ვითა: მჭელსა:

865. კაცი: ემთხვია: მას: ჰკითხა: ამბავი: მის: ლაშქარისა: უბრძანა: ისი: ვისია: ჴმა: ზათქისა: და: ზარისა: მან: უთხრა: ფრიდონ: ჴელმწიფე: მეფე: მულღაზანზარისა: იგი: ნადირობს: შეუკრავს: ნაპირი: ველშამბნარისა:

866. მათ: ლაშქართაკენწავიდა: მით: უსახოთა: ქცევითა: გამხიარულდა: შვენება: მის: ყმისა: ვთქუამცა: მე: ვითა: მისთა: გამყრელთა: დააზრობს: შემყრელთა: დასწვავს: მზე: ვითა: ნახვამჭურეტელთა: ახელებს: ტანი: ლერწამობს: ხე: ვითა:

867. მათ: ლაშქართა: ყოლბსა: შუა: ორბი: სითმე: გარდმოფრინდა: ყმამან: ცხენი: შეუტია: გაამაყდა: არ: შეშინდა: შესტყორცნა: და: ჩამოაგდო: დაეცა: და: სისხლი: სდინდა: გარდაჴდა: და: ფრთენი: დასჭრა: წყნარად: შეჯდა: არ: აქშინდა:

868. იგი: რა: ნახეს: მესროლთნი: სროლასა: მოეშლებოდეს: ალყა: დაშალეს: მოვიდეს: მოეხვეოდეს: ბნდებოდეს: იქით: და: აქეთ: უვლიდეს: ზოგნი: უკანა: ჰყუებოდეს: ვერცა: ჰკადრებდეს: ვინ: ხარო: ვერცა: რას: ეუბნებოდეს:

869. მინდორსა: შუა: გორი: დგა: ფრიდონ: მას: ზედა: დგებოდა: ღირსი: მას: თანა: სროლისა: ორმოცი: კაცი: ხლებოდა: მუნ: დაემართა: ავთანდილ: მას: თანა: ყოლბი: ჰყუებოდა: ფრიდონს: უკვირდა: რაქნესო: მისთა: სპათათუის: წყრებოდა: