... (A-530), XIX ს.

643. აჰა ძმაო მაშინდიდგან, აქა ვარ და აქა ვკუდები ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა, მეტსა არას არ ვეცდები

644. რომე ვეფხი მშვენიერი, სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი, ჩემთვის კაბად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს

645. მისსა ვერ იტყვის ქებასა, ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ, მე სიცოცხლისა მხსენები მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები სხვად სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები

646. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ მოყრილი შეეხვეწა

647. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან

648. ავთანდილ უთხრა მე შენი, გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან, ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი, კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის კუდები მაგითა, მას არა არ ელხინების

649. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გაინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი და, კვლავ მაჯისა შემტყვებარი მან უამბოს რაცა ჰსჭირდეს, სენი ცეცხლთა მამდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი

650. რაცა გითხრა მამისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

651. იგი ვნახო სიყვარული, მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო, ღ~თი იღთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო

652. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათვის არ გაგწირო კულა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები, მისთვის აგრე არ გატირო

653. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კულაცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი

654. პირი შენი ნახვად, ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო, ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმა ჭვრეტა სიახლემან, მამაქარვოს სევდა მითხოს

655. ამა ზედან შეიფიცნეს, მოყუარენი გულ სადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი, ჰსწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყუნენ, მშვენიერნი ამხანაგნი

656. ავთანდილცა მასვე თანა, ჰსტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა, აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩასტიროდა, შამბი შიგან ჩაიარა

657. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა, ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ჰსტიროდა, თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსვლასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ, სხვა რამცა მეგონებოდა

658. ადრე მოვალ არ გავსწირავ, არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნურსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ, ჭირსა რასმე თანისთანსა

აქა ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

659. იგი მუნით წამოსრული, სეუდამანცა განა მოკლა პირსა იხოჭს ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა

660. მუნ მივიდა სადა იგი, მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა, მართებს იგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქამამდის, ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს

661. გაეგება მოეხვია, ზედან დახვდა პირი ხელსა აკოცებდეს სიხარულით, ცრემლსა მღვრელი ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა