... (A-530), XIX ს.

604. თვით ორნივე ბიძა ძენი, მისნი ხრმლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად გარდმეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანა მხარ დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა

605. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით

606. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი სთქვეს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა

607. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჰსჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი, ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან, ჯერთ სისხლნი მათნი მიდიან

608. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ჰსცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით

აქა ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა, ოდეს ტარიელს უამბო,

609. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედან წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით

610. მე ვკითხევდი ფრიდონ მითხრობს, მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვასა შიგან იხვსა გვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვსდეგ და თვალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა

611. ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუმცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალ გაქვს მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვეამად გორსა

612. ვსთქვი რაა რასა ვამგზავსო, მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი

613. ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი

614. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თვალსა იხეწა დავაპირე შეტევება, ვჰსთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერსა, რამცა ვითა გარდეხვეწა

615. ცხენი გავქუსლე იქმოდეს, შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა

616. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი, ჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე

617. ესე მეტად გაუკვირდა, ფრიდონს მეტად ეუცხოა მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა მესათნოვა თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარმომთოვა

618. ვაგლახმეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბო რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად

619. ფრიდონს უთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ჰინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული

620. კულაცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს, თუმცა პირველ გულსა უხებს ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს

621. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ შემწე ჩემი, შენგან კიდევ არავინ ა ვითა ღ~თსა შენი მსგავსი, სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა

622. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად ენა გონება მახმარე, გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად