... (Q-261), XVII ს.

700. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმული: ლაღი: შუებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლე: ვერ: იტყუის: კლებული:

701. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩნს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

702. შერმადინცა: ყველაკაი: შინაური: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისუენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

703. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცაღა: კულა: ხალვათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

704. შესთვალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით: აწ: ვსცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

705. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოელი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი: ბრძანა: ვსცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

706. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: დაუღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყველაი: დამოსა:

707. შეჯდა: მეფე: გაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულმჴურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგი: ჰგვანდა: ვითა: მთვრალსა:

708. რა: მიეახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მიმხუდარმან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა:

709. თინათინსცა: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლსაყოფი: არა: მართებთ: ცამცა: გაიდარბაზესა:

710. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

711. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ისმენდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვრის: ბროლ: ლალი: მათ: კბილთა: ელვა: ჰკრთბოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელო: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა

712. რა: გარდაჴდა: თავისთავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისსა: უცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა:

713. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: იგია: ჩემი: სიცოცხლე: ჩემო: მომცემი: ახისა: ვინ: უნახავ: ქნას: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს: მყოფი: ახ: ისა:

714. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: ლერწამმან: ზაფრანა: იმგზავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

715. ქუაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქუს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თვით: ნაახლები: ტანს: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც: სტავრანახლები: არ: არა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწუავს: ახალახლები:

716. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თვალად: არ: დუხჭირისა: იამა: ქება: ვარდისა: ხელი: მძლედ: დანამჭირისა: ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნისა: რადღა: ხარ: მომხვეჭი: რისა:

717. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კულავ: საწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნცა: სიტყუითა: ბრძენითა: მისულა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა:

718. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მინდორს: რული: ფერ: ნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: ლალი: მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი:

719. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხუად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი: ბროლ: ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვინ: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ჴამს: აქებდეს: ენა: ბევრი: