... (Q-261), XVII ს.

585. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკუდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

586. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თვარა: რად: მიშლის: სიკუდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: მზემან: თქვენმან: მაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა:

587. იცით: ინდოთა: სამეფო: რასთენი: სრასაჯდომია: ამოსწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკვიდრე: ყველაი: თქვენ: მოგჴდომია: უშენოდ: ტახტი: აქამდის: არავის: არ: მიხდომია:

588. ვერ: გათნევ: თქუენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არმართალია: ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხვარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴმალია:

589. არად: მინდა: შენი: ქალი: გაათხოვე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხვრიდე: სხვას: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე:

აქა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვის ამბვის ცნობა:

590. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

591. გამოჩნდეს: ორნი: ქვევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყუა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე: თავგაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე:

592. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა»: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თნ: სიმგრგულე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა»:

593. ახლოს: მიველ: კულაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქვი: მართალი»: კულავ: საბრალოდ: ამიტირდა: კვლა: მოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებავიდა: სისხლი: ღაწუთა: ნაწვეთალი:

594. მან: მითხრა: თუ: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე»:

595. მიამბო: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიზახა: მიჴმეთო»: ჴმამაღლა: გაჴდა: ყივარ: და: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

596. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყუარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან:

597. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღ~თსა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზკუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა:

598. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძუირად: ფიცის: თუცა: ფიცის: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უამბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

599. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღმრთისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან»: მან: აგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღ~თნ: სახიერმან: ვისთვის: მოვჰუკდე: ვისთუის: წავხდე: მიიხუედროს: იგი: ვერ: მან»:

600. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხუელ: შენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყვითა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

601. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: არ: ცუდათ: მამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: თუ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

602. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

603. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოჰქონდა: ეუბნეს: არ: აჯებითა: მას: შიგან: ჩასვეს: იგი: მზე: ჰგავს: იქნას: დარაჯებითა: