... (Q-261), XVII ს.

740. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირემ: გნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

741. ვინ: უწინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახვარსა: მიმცა: დამხია: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითა: და: ამახია: აწყა: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

742. ამას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკუნით: ოხვრა: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისა: მოშორვება: სიახლესა: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

743. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყუარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწვანვილსა: თურთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააჩნდების:

744. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ლხინმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვით: ქონება: არ: იმადლოს: მას: სხვა: ღ~თნ: რა: აქონოს:

745. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: მართ: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: პატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

746. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: იგ: მარგალიტი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამი: მის: მზისა: სამეყვისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

747. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბნობი:

748. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა: ქოს: დაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაღვარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

749. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყუნეს: სრულნი:

750. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვირს: ბროლ: ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ღირსნი: ახლოს: სხდეს: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

751. ყმამან: ვისცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გაუპირდა: მართალ: ა: თუ: საუბარსა: აძვირებსა: ძვირად: ღირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა: ვეღარ: გასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა:

752. თქუა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: ღაწვთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მამლოდნე: გულიმცა: მისთვის: ჰკუდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთუარე: გაეყრებოდა:

753. ყმა: წავიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: საყუარული: უარებდის: თვალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწუის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუთმინა:

754. წევს: იტყვის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახვასა: არ: ვღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო:

755. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღვაროთა: კულავ: გულსა: ეტყუის: დათმობა: ჰგვანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავსთმო: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გუინდა: ღ~საგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა:

756. კულავ: ეტყვის: გულო: რასთენცა: გაქუს: სიკვდილისა: წადება: სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთვის: თავისა: დადება: მაგრა: დამალე: არ: გიჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კულავ: დება: ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება:

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვეზირის საუბარი:

757. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე: იტყუის: ნეტარ: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავჰფარე: დათმობასა: ეაჯების: გულსა: შინ: რა: მოუგვარე: ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვეზირისა: სახლსა: მთუარე:

758. ვეზირმან: ცნა: გაეგება: ჩემს: ა: მზეო: ამოსრული: ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული: მიეგება: თაყუანისსცა: ჰკადრა: სრულსა: ქება: სრული: ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული: