... (Q-261), XVII ს.

759. ყმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან: ფერჴთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან: ყმამან: სახლი: განანათლნა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან: თქუეს: სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგვბერა: ქუენა: ბუქმან:

760. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს: მისთა: მჭურეტთა: მისთვის: ბნედა: თავის: თავი: ისახელეს: სულთქმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს: გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაათხელეს:

761. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების: ეტყუის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების: რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების: გააგონე: ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების:

762. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წვა: მისისა: მჭირს: მწველისა: მკლავს: სურვილი: და: ვერნახუა: ჩემისა: სასურველისა: მას: ჩემთვის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა: ჴამს: სიყუარული: მოყვრისა: უხვისა: უშურველისა:

763. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა: მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაება: და: რადგან: დასწვავს: მოახლეთა: ღ~თსა: მზედცა: დაებადა: მერმე: ასმათ: ჩემთვის: დისა: მართ: დად: უფრო: დაებადა:

764. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა: კულავ: მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა: შენსა: მე: ვეძებ: ნათელსა: შენ: ხარ: გულითა: ბნელითა: ჟამია: ჩემგან: წასულისა: მით: მწვავს: ცეცხლითა: ნელითა:

765. ყუელასავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყუასა: საკუეხელსა: მიმელის: და: ვერ: მივსულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა: ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა: რამცა: სადა: გაუმარჯუდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა:

766. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიედ: სრასა: თავმან: მისმან: ფიცით: გეტყუი: შენ: ვეზირსა: ოსტასრასა: არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა: მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არცა: სრასა:

767. ჰკადრე: ვინ: გაქო: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან: ვითა: ვიშიშვი: გაცნობოს: ღ~თნვე: თქვენმან: სახემან: მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწვა: ალვისა: სახემან: გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან:

768. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგან: ყოლე: არ: ეგების: გული: მას: აქუს: უგულოსა: აქა: ჴელი: რას: მეჴდების: თუ: რას: ვარგებ: პირველ: ხოლმე: თვით: სახელი: თქვენ: მოგჴვდების: ვერას: ვარგებ: გულსა: დავსდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების:

769. წასულა: ჩემი: გულსა: თქვენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს: თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას: ღ~თსა: რაცა: უნდეს: მანვე: ქნას: და: გაგიმარჯვდეს: თქუენი: თქუენკე: დავებრუნდეს: არ: მოვბრუნდე: თქუენმცა: სუფევთ: თქუენი: მტერი: დაძაბუნდეს:

770. კულავ: პირმზე: ეტყვის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: აწ: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ: ვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო:

771. ვაზირმან: ჰკადრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქუენგან: მსმენია: ვიცი: უცილოდ: ამავსებს: შოება: არ: საწყენია:

772. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: ვეჭუ: წამიცა: არ: წამაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მამკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყუი: რა: გინდა: ვინ: მისგან: აროს:

773. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო: ამიკლებს: და: ანუ: მამკლავს: ეგე: სიტყუა: ვითა: სთქვიო: სჯობს: სიკუდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწურთიო:

774. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ: რად: გაგიშვან: რად: დაღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახვიდე: მტერნი: ჩვენნი: დაგუთამამდენ: გაგვისწორდენ: ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ:

775. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყუარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხვაცა: არ: გიკითხავს: მოყურობა: და: არცა: ფიცი: თუ: გიკითხავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი:

776. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნაცულად: დღესა: დაგვითბუნვებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ცუდთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს:

777. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან: აწ: ვითამცა: უცნობოსა: გაუწყუეტლად: ცრემლი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხნე: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმცა: გარდუხდიან:

778. აწ: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს: ვერ: გარდვიჴდი: ცრემლთა: მისთა: ჯეონიცა: თვალთა: მდინდეს: მომეჴმარე: ნუთუ: ჩემგან: მოჴმარება: შენცა: გინდეს: