... (Q-261), XVII ს.

681. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქად: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები:

682. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახვა: გარდასრულა: აჰა: მიკუირს: ალმასისა: მიკუირს: გასძლებს: ამას: რულა ყმამან: პირსაჴელი: იკრა: რა: ამბავი: დაასრულა:

683. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად: გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: წამწამთაგან: ცრემლი: წასდის: ერთსახე: წა: მერმე: ქალმან: დაადუმა: მუჴლმოყრილი: შეეხუეწა:

684. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დად: სამებულმან: შენ: ყუელაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: საწუთრო: გამწარებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახუისა: მოჟამებულმან:

685. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მომეთმინების: თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთვის: ჰკუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

686. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხვა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი: მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხვამან: სხვისა: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

687. რაცა: გითხრა: მამისმინე: ბრძენი: გეტყუი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოაწევს: კაცი: აგრე: გულფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწუავს: ცეცხლი: ცხელი:

688. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღ~თი: იღ~თო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავსწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო:

689. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კულავ: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთვის: ვირო: ღ~თსა: უნდეს: ვისთვის: კუდები: მისთუის: აგრე: არ: გატირო:

690. მან: მიუგოუცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგვარამცა: დაგივიწყე: რაგვარამცა: უკუმქარდი: ღ~თნ: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

691. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუო: მოგაღორო: ღმერთმან: რისხვით: გამიკითხოს: შენმან: ჭურეტამ: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

692. ამაზედა: შეიფიცნეს: მოყუარენი: გულსადაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყუა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდა: ერთმანერთი: სწვევდის: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყუნეს: შუენიერნი: ამხანაგნი:

ავთანდილისაგან დაბრუნება თავის ჴელმწიფესთანა:

693. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმხვდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: გაიარა:

694. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყუა: ზენარით: ეუბნებოდა: მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქუენოდ: სხვა: რამცა: მეგონებოდა:

695. ადრე: მოვალ: არ: დავდგები: არას: დავჰყოფ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა:

696. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გამოხოკლა: სისხლსა: მისგან: დადენილსა: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შიამოკლა:

697. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: როგორაცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქანამდის: ვითვის: ლხინი: გაგვემწარდეს:

698. მიეგება: მოეხუია: ზედან: დასდვა: პირი: ჴელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლსა: ღურიდა: ველთა: მრწყველსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღმერთო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: ჭურეტდენ: მრთელსა:

699. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირს: ა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა: