... (Q-261), XVII ს.

818. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყვარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ჴამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

819. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად: ვის: სიკუდილი: მოყურისათვის: თამაშად: და: მისჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: მას: თუ: დავჰთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად:

820. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა: მოვჰკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედა: ატირებდი: დაიდებდი: თუალთა: მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე:

821. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მამდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღ~თბრისად:

822. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა: მე: სიტყვასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა:

823. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა: მე: ვით: გავწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგუეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა:

824. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: როგორ: სწერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყუარული: აღგუამაღლებს»: ვით: ეჟუანი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ:

825. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მომცა: მძლევად: მტერთად: ვის: აქუს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: სამზღვარსა: დაუსაზღვრებს: ზის: უკუდავი: ღმერთი: ღმერთად: იგი: გაჰჴდის: წამისყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

826. რაცა: ღმერთსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭვრეტელი: უცხო: რასმე: იამების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

827. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქუენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუექნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასულა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა:

828. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა: არ: გარდავა: გარდუვალად: მომავალი: საქმე: ზენა: წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა: არვის: ძალუცს: ხორციელსა: განგებისა: გარდავლენა:

829. რაცა: ღმერთსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად: გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად: თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლამრავლად: მას: რა: ვარგო: ესე: ჩემთვის: დიდებად: და: კმარის: დავლად:

830. მეფეო: ესე: თათბირი: მომკალ: ვინ: დამიწუნოსა: მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა: პირისპირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა:

831. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა: ვგმობ: კაცსა: აუგიანსა: ცრუსა: და: ღალატიანსა: ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა: რა: უარია: მამაცსა: სულდიდსა: წასულა: გვიანსა:

832. რა: უარია: მამაცსა: ომშიგან: პირისმჴმეჭელსა: შედრეკილ: შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭუელსა: კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭუელსა: სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა:

833. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი: მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი: ბოლოდ: შეჰყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოანი: სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკუდილი: სახელოვანი:

834. მერმე: ვიშიშუი: მეფეო: თქუენგან: კადრებად: ამისად: სცდების: და: სცდების: სიკვდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად: მოვა: შემყრელი: ყოველთათვის: ერთად: დღისა: და: ღამისად: თუ: ვერა: გნახე: ცოცხალმან: სიცოცხლე: მქონდა: ჟამისად:

835. თუ: საწუთრომან: დამამხოს: ყოველთა: დამამჴობელმან: ღარიბი: მოვჰკუდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან: ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან: მუნ: შემიწყალოს: თქუენმავე: გულმან: მოწყალემლმობელმან:

836. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერუისგან: ანაწონები: მიეც: საჭურჭლე: გლახაკთა: ათავისუფლე: მონები: შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები: მიღწვიან: მომიგონებენ: დამლოცვენ: მოვეგონები: