... (Q-261), XVII ს.

604. უბრძანა: წადით: დაკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: რომ: წმინდა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლად: იყივლეს: ლიპი: ლიპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუე: არა: მგავს: არცა: სიპია:

605. ზღვათაკენ: გაარნეს: სარკმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქუა: მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მამკლევდეს: მოვკვდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა»: დანა: დაიცა: მოცაკუდა: დაეცა: გასისხლმდინარდა:

606. რად: არ: მიკვირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა»: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა:

607. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვქმენ: ნაცვლად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია» სრულად: გავჰქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

608. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მამივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა»: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

609. შევე: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: წამომყუეს: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

610. ნავსა: ჩავჯე: ზღვასა: შეველ: ზღვასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მამიძულა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

611. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანამყოლი: ყუელაკანი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა»:

612. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა: ყუელაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

613. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისნი: ვერა: ვცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდა: სალხინოდ: მდინიან: ცრემლთა: ფონანი:

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელს შეეყარა:

614. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხვდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

615. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასველებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

616. ზახილი: მესმა: გავჰკვირდი: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირპირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴმლისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

617. ზედან: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწიე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მნდომელი: შესვთვალე: დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

618. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: უმალ: წინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: თქუენი: ნახვა: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

619. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყუანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: შეუკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ასრე: ვითხენ:

620. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილის: კვეთასა: თანა: წამომყვა: წავედით: უტკბოსი: მამაძეთასა: მე: გავეკუირვე: ჭვრეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

621. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუნდა: წყლულნი: შეუხუივნა: ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

622. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამგზავსო: ანუ: აგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდგიშერი: რომე: რგავსო: ღმერთმან: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო: