... (Q-261), XVII ს.

779. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად: ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქვი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

780. ვეზირმან: თქუა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების: ვეღარ: უჭვრეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგი: თქმა: სჯობს: არათქმასა: ზოგი: თქმითა: დაშავდების: ვიტყვი: მოვჰკუდე: არა: მგამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგჴუდების:

781. რა: ვეზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყენლისა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

782. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხუელ: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არა: ვიცი: მართ: ვარ: თავისა: რებული: მართალ: ხართ: მამკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკუირვებული:

783. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმისყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

784. რაცა: იცოდა: ყუელაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა: კულავ: მოახსენა: რამცა: ვსცნა: სიტყვითა: ესოდენითა: თუ: როგორ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგუარ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: ჩემთვის: რისხვანი: იანაზდენითა:

785. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაუცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუძახნა: რა: სთქუის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

786. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მომკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად: ეგზომ: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვად: რად:

787. ჴამსა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყუა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემან: ქედმან: მიიქედნეს:

788. კულავ: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: თავსა: მოვჰკვეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყუა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქმნილი:

789. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შიალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვით: მიანბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა: ვაზირისა: ცხელმან: ცრემლმან: ღაწვნი: ვარდნი: ნი: აახეწნა:

790. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს: გამოძურწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

791. თქუა: ცოდვათა: ჩემთა: მგზავსი: ღ~თნ: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხვა: რა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისვენოს:

792. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხე: მე: მაშა: ვითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავკარგე: დავაშავითა:

793. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკუირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოყურავსა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი: ჯოჯოხეთსცა: საურავსა: დაიურვებს:

794. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სიავე: რა: სირეგვნე: რა: შლუობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკუირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა:

795. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვჰქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქმნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია: შენთუის: სიკუდილი: ლხინად: მჩანს: ჭირი: არ: გამცუდებია:

796. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გიადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინღა: გააქიმდა:

797. მოახსენა: კულავ: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მოთხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

798. ყმამან: უთხრააღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დააწყნაროს: