... (Q-261), XVII ს.

837. ღ~თსა: მვედრებდეს: მრავალი: გლახაკი: გულმჴურვალები: დამხსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები: კულავ: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები მამცეს: მკუიდრივე: მამული: ჩემივე: სასურვალები:

838. დამხსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა: ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: ღბილთა: კბენისა: მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა: ფრთენი: მომესხნენ: და: ძალი: მამეცეს: აღმაფრენისა:

839. რაცა: თქუენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად: მიეც: ზოგი: ჴანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად: ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად: შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ჩემთა: დამავსებლად:

840. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის: ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებსარ: გეთნევის: არას: მარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის: შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის:

841. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა ნუგეშინისეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა: ჩუეულსა: ნუ: დაადინებ: თუალთაგან: ცრემლთა: სისხლითა: ფრქუეულსა:

842. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა: აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ჴელითა: ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა: სუფევით: ხარმცა: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა:

843. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა: უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა: შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა: მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა:

844. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი: მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი: ჴამს: შეპოვება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მპოველი: მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯუებისა: მთხოველი:

ლოცვა ავთანდილისაგან მიძგითად რომე ღ~თსა ეხვეწებოდა:

845. ილოცავს: იტყუის: მაღალო: ღმერთო: ჴელთა: და: ცათაო: ზოგჯერ: მომცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო: უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო: მომეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულისთქმათაო:

846. ღ~თო: ღ~თო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე:

847. ღმერთო: ღმერთო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქვენათ: ზესა: შენ: დაბადენ: მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა: მე: სოფელმან: მამაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა: ნუ: ამოფხური: სიყუარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა:

848. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლნი: ღვარნა: პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

849. მოსთქუამს: და: იტყუის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესვრის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარე: ლხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

850. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: ყმასა: წავჰყუე: წამავალსა: არ: შეეძლო: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ჴმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის წასულისა:

851. რა: ვეზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხანს: სული: ეგზომ: რომე: გაგათრივე: შენ: ვეზირი: გულის: გული:

852. თუცა: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგხადე: ესე: გვარსა: ნუოდის: იქ: საქმე: ხოლე: გაიცადე: მართლად: უთქუამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქუი: და: სიტყუა: გააკვლადე:

853. კულავ: მოახსენა: ვაზირმან: სიტყუა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთუალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მე: ლევი: კულავ: ამის: მეტად: ნუ: მასმენ: თვარე: მე: სრულად: გელევი:

854. რა: გამოვიდა: ვეზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქუა: თუ: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქუი: მასცა: ვინანი: