... (Q-261), XVII ს.

799. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათთანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

800. მოვახსენებ: ერთხელ: კულაღა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხურების:

801. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღუენი: უძღუნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: მყოლნი: აცაავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

802. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრა: ატლასი: უხვმან: დამიუმცდარომან: სამოცი: თვალი: ლალ: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: სარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირისასა: ესე: ყველაი: მისთვის: არო: მან:

803. შესთვალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: თვალთა: შენთა: გარდსაჴდელი: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვჰკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცვალო: შეგიწონო:

804. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: უნდა: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: სამსახური: გავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან და საჩივარი:

805. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედად: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მაქებრად: მათის: ამბისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

806. იტყუის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყვა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისოდმცა: ნუ: ვცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა:

807. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსა: გმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქუამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს:

808. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გონებითა: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

809. სამი: არის: მოყვრისაგან: მოყვრობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

810. მან: გამისრულა: ყუელაი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: მართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები: თუ: ვერა: ვარგებ: მისთანა: მეცა: წასადმე: ვეგები: რაზომ: ფერი: ხარ: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

811. რას: ვაგრძელებდე: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

812. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქამდისი: კულავ: გავლენა: გააკულადე:

813. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კუდების: შემოვიქცე: ვალი: შენი: ჩემგან: კარგად: გარდიხდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წახდების:

814. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვჰქნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეხმარო: რადცა: გინდი:

815. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღვრიდი:

816. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: საქმე: არ: მოხდების: ჟამი: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდევ: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერა: ვერა:

817. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ხელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულავ: შეჯერებად: