... (A-530), XIX ს.

585. ერთი მონა დასტაქარი, მყვა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა

586. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქნა მოყვითანოდ, ვარდ გიშერი რომე ჰრგავსო ღ~თნ მისგან ანთებული, სანთელიმცა რად დაგავსო

587. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამძღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან, სიკეთე მიუთხრობელი

588. მამის ძმა და მამა ჩემი, პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხუდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მამერჩოდეს

589. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე

590. ნავითა გამველ ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიძახდი, ხმა ჩემი არ უდიოდა

591. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჰხმდა ვითა გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა

592. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა ჰსწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოქელვა

593. კულა სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს ხრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს

594. მამეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი, დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე

595. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

596. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება, შენგან ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომართა, გაღანამცა შეგვიძრწუნდა

597. ესეცა უთხარ ამბავინა, ჩემი არ გაგეგონების უფრორე წვრილად გიამბობ, ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების დღეთ სიკუდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების

598. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან კოცნია, ხრმალსა და სალტე კოტასა

599. კულა მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათ მეომრ ზედა,

600. მოჯობდა ომი შეეძლო, ხმარება ცხენ აბჯარისა დავკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჰხმდა მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა

601. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება, არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლავ ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ვა

602. კულა სხვასა მიველ მოვკიდე, ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქე დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა სხუანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდა უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა

603. ზღვა გავიარეთ გავედით, შემოგვიტივეს ცხენია კულა შევიბენით შეექმნათ, ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონა ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია