... (Q-261), XVII ს.

566. ჩემი: ყოლე: ნურა: გინდა: სიყვარული: არცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა: ქნას: მეფემან: ყელმოტეხით: შემოხვეწა: შემოკუდომა: ჴელთა: მოგცეს: თავსა: ჩემსა: შეგვფეროდეს: ერთგან: სხდომა:

567. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქუე: ქუე: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხუევა:

568. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: ჩამომიძღუა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

569. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: გარეთ: უჭურეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

აქა ხვარაზმშას შვილის სასიძოდ მოსულა და ტარიელისაგან სიკუდილი:

570. ხვარაზმშით: გამოემართა: რამადან: მეფის: შვილიო: მენავეთაცა: უბრძანა: მოჰკაზმეთ: ყოვლგნით: ნავიო: მთვარე: კირჩხიბსა: ზედან: ზის: ჩააწყუეთ: სამძიმარიო: მათსა: ქებასა: ვინ: იტყუის: ენამ: იკრძალოს: თავიო:

571. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყვა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმიხმო: მოდიო: თავი: დახარა:

572. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია უხუად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

573. მე: გავგზავნენ: ყუელგან: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არდამზმელნი: შიგნით: ჩუენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი:

574. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სპანია: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

575. მაედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: გვანდა: არ: აღვსებისა: შეიქნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყო: დგომა: ლაშქართა: თემთემად: დასდასებისა:

576. მე: დავშური: ვითა: წესია: საურავ: გარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალსა: ქნა: მომდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მსგავსი: ალვისა: ზრდილისა:

577. ცხენისაგან: არ: გარდავჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყუეტლად: ვით: გამართლო: რაგვარადმცა: გავექილდი:

578. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბშერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგიჩნს: წინ: საომარე: ნუ: გამწირე: მიტყუე: და: კულაცა: მომიცთომარე:

579. მე: მეწყინა: აღარა: ვთქუი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

580. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით:

581. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: სასიძოსა: ხელი: ვსტაცე: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვა: მიხუდა: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წამოცაველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

582. ხმა: დამივარდა: შეიქმნა: ძახილი: მოსაწევარი: წამოველ: დევნა: დამიწყეს: დავჰჴოცე: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მას: შიგან: შეველ: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

583. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყუელასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცვიდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

584. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად: